სიღნაღის ისტორიული გალავანი ყვითლად შეღებეს

სიღნაღის ისტორიული გალავანი ყვითლად შეღებესსიღნაღის ისტორიული გალავანის ერთ-ერთი შესასვლელი თაღი მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, ათობით კვადრატულ მეტრზე ყვითლად შეღებეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. სიღნაღის მერიის არქიტექტორის, ნოდარ ბაკაშვილის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ ფერია და არა ძეგლის გალესვა, რამდენადაც აღნიშნული სამუშაოები 70-იან წლებში განხორციელდა და დღევანდელი სამუშაოები აქ არაფერ შუაშია.

-ხელოსნებმა ნადვილად არასწორად შეღებეს. ფერი პრობლემა არ არის, შეიცვლება. რაც შეეხება შელესვით სამუშაოებს, ეს ჯერ კიდევ 70-იან წლებში, კომუნისტებს პერიოდში განხორციელდა და ამაზე პასუხისმგებლები არ ვართ. მხოლიდ თაღის ნაწილია შეღებლი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლი, ამიტომ შესაბამის რეაგირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლებთან ერთად მოვახდენთ, – განაცხადა მერიის არქიტექტურმა. მისივე ინფორმაციით, გალავნის თაღი  ხელოსნებმა მათი ნებართვის გარეშე შეღებეს. გალავანის თაღის რეაბილიტაცია მეორე თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს კომპანია “ინსტალ +” ახორციელებს. სიღნაღის გალავანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

აიპრესის ამ სტატიას გამოეხმაურა დეპუტატი ოთარ ჩრდილელი და ფეისბუქში დაწერა:

,,ამ დანაშაულზე თუ სამარცხვინო შეცდომაზე, პასუხს ვინ აგებს?! მერიის რომელი სამსახური?!გალავანის თაღის რეაბილიტაცია ორი თვე მიმდინარეობდა, შეღებვა რომ დაიწყეს არა შესაფერისად, ხომ ახლდა ხელმძღვანელი ვიღაც, თუ თვითშემოქმედებით მოჰკიდეს ხელოსნებმა ხელი და დაიწყეს შეღებვა და ამხელა გალავანი 10 წუთში შეღებეს?
ან ამ გზაზე არავინ ჩამოიარა მაინც? ან მერმა, ან მოადგილემ, ან არქიტექტურის სამსახურიდან არავინ… კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზეა საუბარი და მგონი, ვერ აცნობიერებს ზოგიერთი მაღალჩინოსანი, სიღნაღის მერიაში თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია…

იმედია, ვიღაც შესაბამისად აგებს პასუხს და ასე ზერელე პასუხით, რაც ამ სტატიაშია, არ დასრულდება ეს შემთხვევა”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018