,,სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამსახურდიები არიან და მათაც ისევე შევებრძოლები, როგორც მაშინ – ზვიად გამსახურდიას!” – გიორგი შენგელაია

,,სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამსახურდიები არიან და მათაც ისევე შევებრძოლები, როგორც მაშინ - ზვიად გამსახურდიას!'' - გიორგი შენგელაიარეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა და საბოლოოდ უარი განაცხადა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის პროცესს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა და ის ამ პროცესებში მონაწილეობას არ ნანობს. იმავე ინტერვიუში ის საპრეზიდენტო კანდიდატებზეც საუბრობს:

-ყველაფერი ლოგიკურად გაკეთდა მაშინ! მიხარია, რომ სწორად მოვიქეცი. როგორ შეიძლებოდა გამსახურდიას ხელისუფლებაში დატოვება?! სააკაშვილიც და ივანიშვილიც გამსახურდიები არიან და მათაც ისევე შევებრძოლები, როგორც მაშინ – ზვიად გამსახურდიას! – ამბობს შენგელაია.

საპრეზიდენტო კანდიდატებზე კი აცხადებს:

-მაგათ სუყველას ჩავხდი შარვალს! პირდაპირ ასე დაწერეთ! გასულ წელს ძალიან ავადვმყოფობდი, დეპრესია მქონდა, ვხედავდი, რომ ქვეყნის საქმე ისე არ მიდიოდა, რასაც ველოდით. ახლა ისეთ დუხზე ვარ, აგერ ნახავთ, როგორ მოვაძუძგინებ აქედან მაგათ. მთავარია, ხალხის გვერდით დგომა.

წყარო ასავალ-დასავალი, მოამზადა ნიუ პოსტმა