სააკაშვილი: ,,კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერ მოვიცალე თვითმფრინავის შესაძენად”

სააკაშვილი: ,,კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერ მოვიცალე თვითმფრინავის შესაძენად"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ვიღაცამ ჩუმად გადამიღო აეროპორტში და დიდი ამბით გამოდო სოციალურ ქსელში.

რა ვქნა, კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერაფრით მოვიცალე პირადი თვითმფრინავის შესაძენად. თან ისეთი ხარბი ვარ, რომ ბიზნესსალონის აღებაზეც არ მემეტება დამატებითი რამდენიმე ასეული დოლარი”.