ნიკუშა შენგელაიას ცოლი: ,,თუ ტელევიზორს გამორთავთ, მიხვდებით, რომ არც ისე ცუდად არის საქმე”

ნიკუშა შენგელაიას ცოლი: ,,თუ ტელევიზორს გამორთავთ, მიხვდებით, რომ არც ისე ცუდად არის საქმე"მხატვარი ნიკუშა შენგელაია და მისი მეუღლე ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან განსაკუთრებულად მეგობრობენ. ეკა ჭიჭინაძე ამჟამად ამერიკაში იმყოფება და ,,კვირის პალიტრას” იქიდან ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, ფარულ ჩანაწერებზე, რომლებიც გავრცელდა.

ეკა ჭიჭინაძე:

– მართალი გითხრათ, ბიძინა ივანიშვილს ფარულ ჩანაწერებზე საუბარს არც ვაკადრებ! ეს ყველაფერი ჩვეულებრივი “ნაცური” მეთოდებია და ასეთი ჩანაწერებით და ბოდვებით ბევრი წელია თავს იგიჟებენ! აბა, ჩვენ არ გვჯერა ამ დადგმული სპექტაკლების და თვითონ ერთმანეთში განიხილონ გაკვირვებული სახეებით…

არ არსებობს ადამიანი, რომ ამ ტუტუცური ჩანაწერების შემდეგ, წავიდეს და გრიგოლ ვაშაძეს მისცეს ხმა! ეს ხომ სასაცილოა?! ასე, რომ სულ  ტყუილად ირჯებიან!  ეს პატარა კაცუნები ბიძინას მასშტაბებს ვერ ათვითცნობიერებენ… დღესაც ვესაუბრე ეკას. რაც შეეხება ქვეყნის ამბებს, ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ისიც და ბატონი ბიძინაც. თუ ტელევიზორს გამოვრთავთ, მივხვდებით, რომ არც ისე ცუდად არის საქმე. ისე ჩვენი მოპოვებული დემოკრატიით და სიტყვის თავისუფლებით ძალიან სარგებლობენ “ნაცები”!..

– ბერას საცოლე გაიცანით, სად გეგმავენ ქორწილს?
– თითქმის ერთი თვეა ამერიკაში ვარ და მარტო მილოცვა მოვახერხე, ქორწილი არ გამომაპაროთ-მეთქი, – ეკას ვუთხარი… ჯერ არ იციან, ქორწილს სად გადაიხდიან. ძალიან ლამაზი გოგოა ბერას რჩეული, კარგი ოჯახიშვილი! ბერა კი არაჩვეულებრივი ბიჭია, კარგი, ნიჭიერი, იუმორის საუკეთესო გრძნობით… მთელი ოჯახი ბედნიერია ამ სიახლით.

– თქვენმა მამამთილმა გიორგი შენგელაიამ ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა, ეს ბიძინა ივანიშვილს არ სწყინს? 
– ეს ამბავი ძალიან ვინერვიულე და განვიცადე, მაგრამ ბიძინამ და ეკამ იქით დამაწყნარეს, გიორგიაო მაინც, თან მოხუციაო…

– გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობის სურვილს როგორ შეხვდით? 
– არასერიოზულია… ვიცინეთ მე და ნიკუშამ, მაგრამ ვერ მოვერიეთ, ვერ გადავაფიქრებინეთ, ბოლოს თვითონაც მიხვდა…

– “ფეისბუქში” პროფილის ფოტოდ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი – 48 გაქვთ დაყენებული…
– კი, მე ვარ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი! ვიცი, რომ გაიმარჯვებს, გაამართლებს! გვარამიას კიდევ ვეტყვი, ჰა, დამიმახსოვროს…
კვირის პალიტრა