ლიფტში გაუჩინარებული გოგონა – იდუმალი საქმე, რომელიც დღემდე გაუხსნელია

ლიფტში გაუჩინარებული გოგონა - იდუმალი საქმე, რომელიც დღემდე გაუხსნელია2013 წლის 26 იანვარს ელიზა ლოს ანjელესში მდებარე სასტუმრო Cecil-ში დაბინავდა. სასტუმროს ბინადრებმა შენიშნეს, რომ გოგონა უცნაურად იქცეოდა: შემორჩენილია ლიფტში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ელაპარაკება ელიზა უჩინმაჩინს, როგორ ეთამაშება და უცინის მას.

რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა დაიკარგა. ამ ამბიდან მალე სასტუმროს მობინადრეებმა იჩივლეს მენეჯერთან, რომ ონკანებიდან მღვრიე და სუნიანი წყალი მოდიოდა. სანტექნიკოსებმა შეამოწმეს სასტუმროს სახურავზე მდგარი წყლის ავზი და იქ ელიზას გვამი აღმოაჩინეს. საგულისხმოა, რომ ავზის თავი საგულდაგულდ იყო დაკეტილი და მის გახსნას დიდი ძალისხმევა ესაჭიროებოდა. შემთხვევა დღემდე იდუმალებითაა მოცული.

დაინტერესდით.ჯი