ლევან ყიფიანი: ,,ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემს ოჯახს… მე გადავწყვიტე ოქუაშვილის თამაშის წესების მიღება”

ლევან ყიფიანი: ,,ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემს ოჯახს... მე გადავწყვიტე ოქუაშვილის თამაშის წესების მიღება"„ომეგა ჯგუფის“ საქმეში გარეულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან ყიფიანმა, მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა და „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი აუ­დი­ო­მა­სა­ლის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა­ში დაადანაშაულა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ი­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოქუ­აშ­ვილ­მა მას შეს­თა­ვა­ზა, გა­ე­კე­თე­ბი­ნათ აუ­დიოჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ ვი­თომ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მათ­ზე ზე­წო­ლა.
-მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ოჯახს იმ ვითარების გამო, რაც შეიქმნა ჩემ  გარშემო. მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან, ჩემი მოვალეობა იყო, დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან. ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა, ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ მისი ბიზნესი წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან და საქართველოში ბიუჯეტთან დაკავშირებით და მან დახატა სცენარი, რომ ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა შიდა მოხმარებისთვის, რითიც ის დააარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს, რომ ხელისუფლება მასზე წნეხს ახორციელებდა და იმ ვალდებულებებისგან გაათავისუფლებდა, რაც მათთან ჰქონდა.

მან მითხრა, რომ მივიღებდი დავალიანებას, რომელიც ჩემ მიმართ ჰქონდა თუ ხელს შევუწყობდი ამ ჩანაწერების გაკეთებაში. ეს არ ვიცი, ჩემი მხრიდან იყო მიამიტობის თუ დახმარების სურვილი, მე გადავწყვიტე, ამ თამაშის წესების მიღება და განვახორციელეთ.

მთელი უბედურება ისაა, რომ ის თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერები, რომლებიც ერთად გავაკეთეთ, ისიც დამონტაჟებულია… ფარცხალაძესთან მაქვს ნორმალური ურთიერთობამ, – აღნიშნა ყიფიანმა.