ლალი მოროშკინამ გოჩა ჩერტკოევის გამო პროექტი დატოვა – ,,შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერწვერიანი კაცისგან მოვითმენ?!”

ლალი მოროშკინამ გოჩა ჩერტკოევის გამო პროექტი დატოვა - ,,შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერწვერიანი კაცისგან მოვითმენ?!"პროექტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”  საკუთარი ნებით დატოვა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ. კონკურსის დაწყებამდე ჟურნალ ,,სარკესთან” აცხადებდა, რომ ეს შოუ მისთვის სოციალური პროტესტი იქნებოდა, საიდანაც საზოგადოებას ძალიან ბევრ მესიჯს გაუგზავნიდა. იმავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჟიურის უხეშობას არ მოითმენდა და ასეც მოიქცა. პროექტის დატოვების მიზეზი ჟიურის წევრის, გოჩა ჩერტკოევის, ხისტი შეფასებები გახდა.

– დაპირისპირებაა ქართველ და უკრაინელ ქორეოგრაფებს შორის. ჩერტკოევს თავისი ქმედებებით უნდა საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვა. როცა გოჩას და ზაკის გადასაწყვეტია რაღაცები ჩემს ქვეყანაში, იქ ჩემი ადგილი არ არის. შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და, მით უმეტეს, იასამნისფერწვერიანი კაცისგან როგორ მოვითმენ?! მე ვარ ვარსკვლავი, არ ვარ დამწყები ადამიანი, სწორედ ეს ვერ გაიგო რამდენიმე კაცმა…

ნოე სულაბერიძე ჩამოშორდა პროექტს. თავდაპირველად მასთან მქონდა მოლაპარაკება, მაგრამ ახლა ის აღარ არის ამ პროექტში. სანამ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, რამდენჯერმე გავაფრთხილე „იმედის“ ხელმძღვანელობაც, წინა გადაცემა ჩანაწერის სახით გავიდა ეთერში და ბევრი შეურაცხყოფა, რაც ჟიურიმ მიაყენა მონაწილეებს, ამოჭრილი იყო. ყველამ იცოდეს, გოჩა ჩერტკოევმა ჩაშალა ეს პროექტი, – განაცხადა მოროშკინამ ,,რეიტინგთან”

– ამ პროექტში მონაწილეობა იქნება სოციალური პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. მე დღეს ვიმყოფები სოციალური პროტესტის ფაზაში და აღარ მინდა გასვლა მიტინგზე, არ მინდა ქუჩაში დგომა. 9 წლიანი პერიოდი გამოვარე და ახლა გადავწვიტე, ჩემი სათქმელი სხვანიარად მივიტანო ადამიანებამდე… – ამბობდა ,,სარკესთან” ლალი მოროშკინა შოუს დაწყებამდე.

ინტერესით ველოდებოდით, რას შესთავაზებდა საზოგადოებას, რა მესიჯებს გაუგზავნიდა ხალხს, მაგრამ მისი სოციალური პროტესტი ვერ შედგა.

იხ. ვიდეო – ლალი მოროშკინა და დიმიტრი ვარანკინი (სალსა)

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018