ირაკლი მაქაცარია პარტნიორზე: ,,მიშელი ჭკვიანი, საყვარელი გოგოა”

ირაკლი მაქაცარია პარტნიორზე: ,,მიშელი ჭკვიანი, საყვარელი გოგოა''უკრაინული პრესა ირაკლი მაქაცარიასა და უკრაინელი მომღერლის, მიშელ ანდრადეს რომანზე ალაპარაკდა.

ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ერთ-ერთ ნაციონალურ არხზე ახალი შოუ ,,ეცეკვე ვარსკვლავს” იწყება, სადაც ქართველი ტელესახე ირაკლი მაქაცარიაც იღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე კი სწორედ უკრაინელი მომღერალი მიშელ ანდრადე გახლავთ.

მიშელი აცხადებს, რომ ის და ირაკლი მეგობრები არიან.

რაც შეეხება ირაკლი მაქაცარიას, მისი კომენტარიც იდენტურია.

-მიშელი ძალიან საყვარელი, პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანია. ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებულია, რაც ჩემთვისაც დიდი სტიმულია, რომ უფრო მეტად დავუდგე გვერდით. ზოგს ჰგონია, რომ ადამიანურ თანადგომს მამაკაცის მხრიდან გარკვეული გრძნობები განაპირობებს, თუმცა მიშელი ჭკვიანი გოგოა და ზუსტად იცის, ჩემი დამოკიდებულება მისდამი როგორია, – განაცხადა ირაკლი მაქაცარიამ.

ნიუპოსტი