,,ბიძაჩემი ღმერთმა თავისთან წაიყვანა, ის იქ კარგად იქნება” – რას წერდა მოკლული გოგონა თავის სასკოლო რვეულში

25 ოქტომბერს გორში მოკლულ გოგონას დღეს მთელი საქართველო გლოვობს. ფეისბუქში  ,,ბიძაჩემი ღმერთმა თავისთან წაიყვანა, ის იქ კარგად იქნება" - რას წერდა მოკლული გოგონა თავის სასკოლო რვეულშივრცელ­დე­ბა მოკლული ბავშვის თხზულება, რომელიც გო­რის მე­ხუ­თე სა­ჯა­როს სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა, გოგონას პედაგოგმა  ცირა ხუ­ბუ­ლურ­მა გა­ავ­რცე­ლა.

გო­გო­ნა თხზუ­ლე­ბა­ში ,,როცა მო­წყე­ნი­ლი ვარ…” გარ­დაც­ვლილ ბი­ძა­ზე, დედის ძმაზე წერს, რომელიც ერთი წლის წინ კას­პში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

,,მე მოწყენილი ვარ, როდესაც ჩემი ბიძა მახსენდება. მე მწყინს, რომ ის ჩემთან არ არის. ამ დროს ფიქრი იქით მიმდის, რომ ის ძალიან კეთილი იყო. ღმერთმა თავისთან წაიყვანა და ის იქ კარგად იქნება, ამის შემდეგ კარგ ხასიათზე ვდგები”, – წერს ნანიკო ბერიაშვილი.

,,რით ვა­ნუ­გე­შოთ დე­და­შე­ნი? ჩემო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო! ბრძენს ვე­ძახ­დი, ისე­თი აზ­რე­ბი მოს­დი­ო­და ლა­მაზ თავ­ში, კლას­ში ლი­დე­რი იყო, ახ­ლაც სკო­ლა­ში შე­ჯიბ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ტვი­ნე­ბის ბრძო­ლა და ნა­ნი­კო კა­პი­ტა­ნი იყო გუნ­დის! დიდი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და მე-5 სკო­ლამ! ყვე­ლამ ერ­თად გა­მო­ვი­ძი­ოთ და ვი­პო­ვოთ ის არა­კა­ცი!” – დაწერა ცირა ხუბულური.

შსს-მ ცხელ კვალზე 34 წლის მამაკაცი დააკავა. 

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.