ბავშვის ახლობლების ვარაუდით, გოგონას მანქანა დაეჯახა და ცხედარი მდინარესთან გადამალეს

ბავშვის ახლობლების ვარაუდით, გოგონას მანქანა დაეჯახა და ცხედარი მდინარესთან გადამალესგორ­ში წმინ­და წყლის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს, ახ­ლობ­ლე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სახ­ლე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი და ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლი.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ნა­თე­სა­ვე­ბი ცხე­დარ­თან მის­ვლას ცდი­ლო­ბენ, რის გა­მოც პე­რი­მეტრზე გან­ლა­გე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მო­უ­ვი­დათ.

გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია ცნო­ბი­ლი არ არის. ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა მო­ზარდს ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და შემ­დეგ ცხე­და­რი ამ ად­გი­ლას, მდი­ნა­რის სი­ახ­ლო­ვეს მი­ი­ტა­ნეს. ამ ვერ­სი­ის მო­ტი­ვად გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი იმ ფაქტს ასა­ხე­ლე­ბენ, რომ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს, მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჯერ არ გა­და­უს­ვე­ნე­ბი­ათ. ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა ცხედ­რის გა­დას­ვე­ნე­ბა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპრე­ტი­ზის ბი­უ­როს გო­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

ინტერპრესინიუსი