,,4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან იმიტომ გამომაგდო, რომ ღამე ხვრინვა ვიცი”

,,4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან იმიტომ გამომაგდო, რომ ღამე ხვრინვა ვიცი"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მარტოხელა მოხუცი დახმარებას ითხოვს.
მოხუცი ქალის მტკიცებით, შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით წაიყვანეს, რომ ღამე ოჯახის წევრებს მოხუცი ქალის ხვრინვა აწუხებდათ.
მოხუცი ქალბატონის თქმით, 4 დღეა მას საჭმელი არ უჭამია.

,,ერთი შვილი მყავს ბიჭი, ქუთაისში ცხოვრობს. ასევე მყავს 2 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი, მაგრამ ჩემთვის არავის ცალია. მე ქუთაისში მაქვს ბინა, ახლა იმ სახლში ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. მათთან ერთად ვცხოვრობდი, არც ვხმაურობდი და არაფერი, უბრალოდ ღამე, ძილში თურმე ვიცი ხვრინვა და ჩემმა შვილიშვილმა ეს ვერ აიტანა და ზესტაფონში წამომიყვანა და მარტო დამტოვა ცივ სახლში. არავინ პატრონი არ მყავს, 4 დღეა საჭმელი არ მიჭამია. პენსიას ჩემი შვილი იღებს”, – ამბობს ირა ნიკაჭიძე.

ქალბატონის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას “სიკეთის ქალაქი” ავრცელებს და საზოგადოებას მიტოვებული ქალის დასახმარებლად და საკვების შესაძენად დახმარებას სთხოვს. ტოპ ნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018