20 წლის მორაგბე თამაშისას გარდაიცვალა – ანზორ მელიას რჩევები მშობლებს და მწვრთნელებს

20 წლის მორაგბე თამაშისას გარდაიცვალა - ანზორ მელიას რჩევები მშობლებს და მწვრთნელებს20 წლის ქართველი მორაგბე, ლაშა მღებრიშვილი, 30 ოქტომბერს გამართულ მატჩზე მოულოდნელად ცუდად გახდა და გული გაუჩერდა. როგორც ამბობენ, სასწრაფოს ექიმებს ის უკვე გარდაცლილი დახვდათ.  თუ როგორ უნდა აიცილოს მშობელმა და გუნდმა ასეთი ტრაგედიები, ამის შესახებ კარდიოლოგი ანზორ მელია მშობლები.ჯი-სთან საუბრობს:

– როცა სპორტულ სექციებს ან გუნდებში იღებენ ახალგაზრდებს, პროფილაქტიკური გასინჯვაა საჭირო. აუცილებლად უნდა იყოს სამედიცინო კომისია, რომელმაც უნდა შეამოწმოს და შეაფასოს სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვარჯიშები უნდა დაიგეგმოს სპეციალური პროგრამის მიხედვით. არ შეიძლება ორგანიზმისთვის ერთბაშად დიდი დატვირთვა. ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს.

მსგავსი უბედურებისგან არავინ ვართ დაზღვეული. უცხოეთში მოთამაშე სპორტსმენებსაც ემართებათ გულის შეტევა თამაშის დროს და სამწუახრო შედეგი მათთანაც დგება. ამიტომ პროფგასინჯვები უნდა მოხდეს 6 თვეში ერთხელ. ამაში შედის კარდიოგრამა, ექოსკოპია და დატვირთვის ტესტი. ეს პროცედურები კი ჩვენს არც ერთ სპორტულ გუნდში არ ხდება.

– როგორ შეიძლება გავუწიოთ პირველადი დახმარება სპორსტმენს, რომელსაც გულის შეტევა დაემართება თამაშისას?
– ყველა სპორტულ გუნდში უნდა იყოს დეფიბლრილატორი, ელექტრო შოკი. როგორც აღნიშნეთ, გარდაცვლილ ახალგაზრდას საწრაფო დახმარებამ ვერ მოუსწრო, ელექტრო შოკით შეიძლებოდა დავხმარებოდით მას, სასწრაფოს მოსვლამდე გული ვერ გაუძლებდა. უცხოეთში, განვითარებულ ქვეყნებში, ქუჩებზეც კია მიმაგრებული ელექტრო შოკის აპარატები.

მშობლები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018