20 წლის მორაგბე დების თვალწინ გარდაიცვალა – ,,იმ თამაშზე მთელი უნივერსიტეტი იყო”

20 წლის მორაგბე დების თვალწინ გარდაიცვალა - ,,იმ თამაშზე მთელი უნივერსიტეტი იყო"30 ოქტომბერს დიდი ტრაგედია დატრიალდა. 20 წლის ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. მას შერკინებისას გული გაუჩერდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.
ლაშა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო. ასევე – ის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის მიმართულებით სწავლობდა. მისი ლექტორი  ნიკო კვარაცხელია მშობლები.ჯი-სთან თავის სტუდენტზე საუბრობს:

– ლაშა იყო არაჩვეულებრივი გულისხმიერი, ძალიან წესიერი და მოწესრიგებული ახალგაზრდა. არ მეგულება, ლაშაზე განაწყენებული ვინმე ყოფილიყო. ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ბავშვი იყო. საოცარი აურა ჰქონდა, მუდმივად იღიმებოდა, არასოდეს გვინახავს მის სახეზე ღრუბელი. ექსკურსიებზე, სპორტულ შეჯიბრებებში სულ გამორჩეული და აქტიური იყო. ძალიან მეტკინა გული, ავტობუსით სახლში მოვდიოდი და უნებლით შევამჩნიე, რომ ვტიროდი, ასე დიდი ხანია არაფერი განმიცდია.

მთელი უნივერისტეტი იყო იმ თამაშზე… როდესაც ლაშას თავს უბედურება დატრიალდა, მისი ორივე დაც იქ ყოფილა. ისე მომკვდარა, ხმაც კი ვერ გაუღია.

დღეს მაჩვენეს ერთი ნაწერი, რომელიც ძალიან მომხდა გულზე, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას აქვს დაწერილი ფეისბუქზე, “სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება, სიკვდილით იწყებაო”, არ ვიცი, რატომ გაუჩნდა ამის დაწერის სურვილი.

მშობლები. ჯი