ჯანმრთელობისთვის საზიანო მაიონეზი არაჟნის სოუსით ჩაანაცლეთ

ჯანმრთელობისთვის საზიანო მაიონეზი არაჟნის სოუსით ჩაანაცლეთაღარავინ დაობს იმაზე, რომ მაიონეზი ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტია, თუმცა იმდენ რამეში გამოიყენება და იმდენად გემრიელია, რთულია რაციონიდან მისი ამოღება. არსებობს გამოსავალი – შეგვიძლია, ის შედარებით უვნებელი სოუსით ჩავანაცვლოთ.

ინგრედიენტები:

არაჟანი – 7 ს/კ

ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი – 1 ს/კ

ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ
მდოგვი – 1 ჩ/კ
მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ერთმანეთში შევურიოთ ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და პილპილი. ვურიოთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შემდეგ დავუმატოთ არაჟანი და კვლავ კარგად ავურიოთ.

სოუსი იმდენად გემრიელი გამოდის, რომ შეგიძლიათ გახუხულ პურზე გადაუსვათ და ისე შეჭამოთ.