შემწვარი გუფთა და სიმინდის სალათა

შემწვარი გუფთა და სიმინდის სალათასიმინდის სალათა

ინგრედიენტები:
სიმინდი – 1 ქილა
ქათმის ფილე – 3 ნაჭერი
პომიდორი – 2 ცალი
მწვანე ხახვი – 1/2 კონა
კამა – 1 კონა
მარილი და პილპილი – გემოვნებით
მაიონეზი – 1 ცალი

მომზადება:

ჯამში მოათავსეთ სიმინდი, წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი, პომიდორი, ხახვი და კამა.

შემდეგ მოაყარეთ მარილი, პილპილი. ბოლოს შეაზავეთ მაიონეზით.

შემწვარი გუფთა და სიმინდის სალათაშემწვარი გუფთა

ინგრედიენტები
ფარში – 500 გ
ხახვი – 1 თავი
ნიორი – 1 კბილი
კვერცხი – 1 ცალი
საფანელი – 3 ს/კ
წყალი – 1 ს/კ
ზეთი – 6 ს/კ
მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება:

ფარშს შევურიოთ დაბლენდერებული ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი, საფანელი, კვერცხი, წყალი, მარილი და პილპილი. კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი.

გავაკეთოთ პატარა ბურთულები და დავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე. ტაფას მოვასხათ ზეთი და შევწვათ ყველა მხრიდან. გამზადებული გუფთები დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს და მივიტანოთ სუფრასთან.

გემრიელია.ჯი