ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების ექიმებმა სალომე ზურაბიშვილს 6.000-7.000 ლარამდე შესწირეს

ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების ექიმებმა სალომე ზურაბიშვილს 6.000-7.000 ლარამდე შესწირესპარტია „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედპერსონალმა იზრუნა.

ოფიციალური ინფორმაციით, რიგითმა ექიმებმა ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს 6.000-დან 7.000 ლარამდე თანხა შესწირეს.

“რუსთავი 2″- ის ინფორმაციით, პირადი საუბრებში მედიკოსები ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა, რომელიც საბოლოოდ სალომე ზურაბიშვილს შესწირეს.

სალომე ზურაბიშვილის შემწირველი მედიკოსები ოფიციალურ კომენტარში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოსწონთ და თანხა პირადი დანაზოგიდან შესწირეს.

-მე, პირველ რიგში, დავადასტურებ ჩემს უდიდეს სიმპათიას სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ალბათ ქალური სოლიდარობის გამო და ქალიც რომ გვყავდეს პრეზიდენტი, არ იქნებოდა ცუდი. ჩემი დანაზოგია, რომელიც მე გადავწყვიტე, შევწირო ამ კანდიდატს, – განაცხადა ნატო ყაზახიშვილმა.

ექიმები აცხადებენ, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის იმედი აქვთ.

-არავითარი დაძალება, მე ძალიან მინდა, რომ ერთხელ ქალიც იყოს პრეზიდენტი. ქალის მანდილი ცნობილი ფორმაა, რომელიც ყოველთვის შუღლის დროს ვარდება დაპირისპირებულებს შორის. იქნება ამ ქალმა შეძლოს ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და ყველა დაგვაყენოს ერთ გზაზე, ყველას მიზანი იყოს ქვეყნის გაძლიერება, – განაცხადა მანანა სვანიძემ.

ნიუპოსტი