,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი… რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს” – რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი... რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაქართველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.

ჩინეთის ღია პირველობის ფინალური მატჩზე ჩოგბურთელმა მსოფლიო ჩოგბურთის სუპერელიტის წარმომადგენელი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა 2 სეტში – 6:4, 6:4 და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენს, რაფაელ ნადალს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

ნიკოლოზის მამა, ნოდარ ბასილაშვილი, მშობლები.ჯი-სთან ყვება:

–  პატარაობიდან ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელი იყო გოგა სანთელაძე და პარალელურად მეც ვავარჯიშებდი. აი, 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ მარტო ვწვრთნიდი.

ნიკოლოზმა ჩემი რჩევით აირჩია ჩოგბურთი, თენგოს სურვილი იყო გამხდარიყო ,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი... რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამასტომატოლოგი და ჩემმა მეუღლემაც ურჩია. ნატალია პროვიზორია, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ფარმაციის მიმართულებით. ჩვენ გქვონდა აფთიაქების ქსელი და იქ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ნიკაზე გადავერთე, ეს ყველაფერი დავხურე, დავიტოვე ერთი აფთიაქი, რამდენიმე კომერციულ ფართთან ერთად და ამით ვახერხებდი ოჯახის გაძღოლას.
– 12 წლიდან ნიკოლოზი გადავიდა ამერიკაში. ბუნებრივია, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე აისახებოდა.

– ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე. ჩავდიოდი ამერიკაში, ვყიდულობდი ცოტა დიდ მანქანას და შტატიდან შტატში გადავდოდით. მაიამიში ვიქირავე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბინა, რომელშიც ერთი ოთახი დაგვითმეს და აქვე იყო კოლეჯიც, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ვვარჯიშობდით კორტებზე. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა.
– ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ნიკოლოზი ქველმოქმედებას ეწევა, ეხმარება ბავშვებს და ამ თემაზე არც სურს საუბარი

– ბუნებით მზრუნველი ადამიანია. ჩვენს სანათესაოშიც ბევრს არ აქვს დალხენილი ცხოვრება და ,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი... რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამარითაც შეუძლია, ეხმარება ყველას. უკან დახევა არ იცის, ხან რით ეხმარება ადამიანებს, ხან – რით, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. ბევრმა არც იცის, რომ რა თანხასაც თამაშებზე აგროვებს, იმ თანხის 30 პროცენტი რჩება ქვეყანას, სადაც ტურნირს თამაშობს, ამას კიდევ აკლდება მწვრთვნელებისთვის განკუთნილი გადასახადი. რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს, წარმოიდგინეთ, ყველა მოთამაშეს სპონსორი ჰყავს, ის კი სპონსორის გარეშე ასპარეზობს. ბოლოს მითხრა კიდეც, რომ არ მაინტერესებს არავითარი ფული, მინდა სახელი მოვიხვეჭოო. ძალიან ბევრი რამ არის ნიკას კისერზე. გარედან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

– ხომ არ გაიხსენებთ თქვენთვის განსაკუთრებულ ეპიზოდს ნიკოლოზის ასპარეზობიდან?

– 14 წლამდე რომ მოიგო საქართველოს პირველობა, მაშინ საუკეთესო ბავშვები დააჯილდოვეს ტურნირით და საფრანგეთში გავუშვით ნიკა. იქ რამდენიმე თამაში მოიგო და წააგო ფრანგთან, ,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი... რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაროგორც თვითონ მითხრა, არასამართლიანი მსაჯობის გამო (7:6, 6:7, 7:6,). თუმცა რომ დამირეკა, სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. გამიკვირდა და ვუთხარი რა გიხარია, წააგე-მეთქი, რა და, ვილსონის სპონსორი გამომიჩნდაო, როგორც კი დამთავრდა მატჩი, ჩემთან მოვიდა, კონტრაქტი და 6 ჩოგანი მომცაო. არადა ამ ტურნირზე გაშვებული მყავდა ორად ორი ჩოგნით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გატეხილი, გატეხილი ჩოგნით სპეციალურად გავუშვი, ვუთხარი ნუ ამტვრევ ჩოგანს-თქო და ეს ამბავი რომ მომიყვა, ორივემ გავიხარეთ.

კიდევ მახსოვს, ნიკამ „ორანჯ ბოლის“ ნახევარ ფინალში ითამაშა ამერიკაში, მაშინ 14 წლის იყო და რომ დავბრუნდით მაიამიში, ჩვენს ნაქირავებ სახლში, ვხედავთ, რომ ფოსტამ მოიტანა ბევრი ყუთი და თურმე, რადგან ნიკოლზმა ძალიან პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ვილსონს გამოუგზავნია ბაბინები, ჩოგნებს რითაც ჭიმავენ. იმდენი იყო, არ ვიცოდით სად წაგვეღო. მოთამაშეებისთვის საპრიზო თანხები იყო განკუთვნილი და მის ნაცვლად გამოგვიგზავნეს, – მოუყვა მშობლები. ჯი-ს ნოდარ ბასილაშვილმა (ავტორი რუსკა კილასონია).

,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი... რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე ნეკა დოროკაშვილი გახლავთ. ერთმანეთი საერთო სანაცნობო წრეში გაიცნეს, წელიწადნახევარი შეყვარებულები იყვნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, მერე კი იქორწინეს.

წყვილი სხვადასხვა ინტერვიუებში თავიანთ ოჯახურ ცხოვრებაზე ყვებიან:

„მე არ მიმაჩნია, რომ დაოჯახება სპორტის მხრივ ხელისშემშლელია. ამ დასტაბილურებამ და შვილმა კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. იმდენად სტრესული სპორტია, რომ, როცა შინ მიდიხარ, გჭირდება  რაღაც, რაც აბსოლუტურად გამოგიყვანს მდგომარეობიდან. ამაში ჩემი ,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი... რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაშვილი და ოჯახი ძალიან მეხმარება.

ნეკამ უპირველესად თავისი გარეგნობით მომხიბლა. შემდეგ – ხასიათით. ნელიკოსთან ურთიერთობა, საუბარი, ჩემთვის განტვირთვა იყო. მახსოვს ვღიზიანდებოდი, როცა ყველა ჩოგბურთს მიხსენებდა, ყველა მხოლოდ სპორტზე მელაპარაკებოდა. ამ დროს ნეკას სულ სხვა თემებზე გადაჰქონდა საუბარი და ამით ძალიან მეხმარებოდა.

„ჩემი თავისუფალი დრო ყოველთვის სახლს ეთმობა. როცა ლუკასი წამოიზრდება, ტურნირებზე ყველა ერთად ვივლით. საერთოდ, ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომ მთელი ოჯახი ჩართულია – ბებიაც კი. ჩემი მუდმივი მდგომარეობა ასეთია – ყველა მენატრება. ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი საქმე ეს არის. როდესაც კარიერას დავასრულებ, ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ ახლა ყველა რაღაცას თმობს, რომ ხელი შემიწყონ”, – ნიკა ბასილაშვილი, ჟურნალი ჰელოუ.

,,ძალიან რთულია ჩოგბურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს…

ნიკა თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, მშობიარობას ვერ დაესწრო, სანამ ჩამოფრინდა, უკვე ,,ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი... რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის მამანამშობიარევი ვიყავი. ძალიან განიცადა, ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა, თავად უფრო ნერვიულობდა, ვიდრე მე… ყველას მიმართ ყურადღებიანია, ხანდახან მიკვირს კიდეც, ამდენ რამეს როგორ ასწრებს. მართლა არასდროს აქვს დრო. სულ ვარჯიშობს. სიურპრიზები და საჩუქრის გაკეთება ძალიან უყვარს.

მის თაყვანისმცემლებზე არ ვეჭიანობ.„ფეისბუქშიც“ სწერენ და მესიჯებსაც უგზავნიან, მაგრამ საერთოდ არ ვეჭვიანობ, საეჭვიანო რა არის? ნიკა ამის საბაბს არ ამძლევს, არც შეყვარებულობის პერიოდში მაძლევდა. რაღაც სხვანაირი ადამიანია. ბუნებით ძალიან ერთგულია. როცა თაყვანისმვემლები წერენ, პირიქით, მიხარია”, –  ნეკა დოროკაშვილი, ინფო 9.

(პირველ ფოტოზე ოჯახი – ნიკა, მისი მეუღლე, მშობლები და ძმა)