ტორტი – არ წახვიდე, არ დამტოვო

ტორტი - არ წახვიდე, არ დამტოვოკონდიტერმა იხუმრა და საქორწილო ტორტი ორიგინალურად გააფორმა.

სოციალურ ქსელში კი ქართველებმა მაშინვე მოუძებნეს სახელი – ტორტი, სახელად ,,არ წახვიდე, არ დამტოვო”.

შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვები მომღერალ გოგიტა გოგიძის სიმღერიდანაა, რომელიც ჰიტად იქცა და ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს.

ამჟამად გოგიტა გოგიძე ამერიკაშია და მუსიკალურ კარიერას ოკეანის მიღმა აგრძელებს.