რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ – რა აცინებდათ თოჯინებს

რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებსმსახიობი და რეჟისორი მერაბ თავაძე 60-70-იან წლებში პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა. ეს მისი “ლამაზი ბიჭის” ამპლუით იყო განპირობებული. განსაკუთრებით პოპულარული კი ფილმის “თოჯინები იცინიან” გამოსვლის შემდეგ გახდა (1964 წ.).

ქართული კინოკომედიის ბრწყინვალე ნიმუში ერთადერთი ფილმია, რომელსაც საბჭოთა ხელმძღვანელობისგან ცენზურა არ უგრძვნია. მთავარ გმირს, რეზიკოს (მერაბ თავაძეს), საკმაოდ სერიოზული ჰონორარი გადაუხადეს – 5000 მანეთამდე. ამ კოლოსალური ჰონორარით ახალგაზრდა მსახიობს განსაკუთრებული არაფერი შეუძენია, ძირითადად მეგობრებთან ქეიფსა და წვრილმან-წვრილმანი ტანსაცმლის ყიდვაში დახარჯა.

მაშ, ასე, მერაბ თავაძე თავად გვიამბობს.

“იპოლიტეს დანახვაზე ხარხარი მივარდებოდა”

– რეზიკოს როლის შემსრულებელს დიდხანს არჩევდნენ. როცა სინჯებზე მიმიწვიეს, უკვე 7-8 ბიჭი ჰყავდათ შერჩეული. ისეთი კარგი ბიჭები იყვნენ, სიმართლე გითხრათ, შევშინდი. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მეჯობნა მათთვის. როლის მიღება იგივეა, რაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება.

რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებსსამხატვრო საბჭომ დაამტკიცა, რომ სინჯები “მამასთან” – იპოლიტე ხვიჩიასთან, “დედასთან” – მარინე თბილელთან და “ბებიასთან” – სესილია თაყაიშვილთან უნდა გადამეღო. რეჟისორს რეზიკო ოჯახის ყველა წევრთან ერთად უნდა ენახა. ვერ ვიტყვი, რომ ფილმში მამას ვგავარ. ისე გადაწყვიტეს, რომ რეზიკო ვითომ დედას ჰგავს.

სინჯების დროს კურიოზი ის იყო, რომ ვერაფრით ვმუშაობდი იპოლიტე ხვიჩიასთან. იმდენად სასაცილო პიროვნება იყო, რომ ვერ ვთამაშობდი, დავინახავდი თუ არა, სიცილი მიტყდებოდა. ისეთს არაფერს აკეთებდა, მაგრამ მისი ნებისმიერი ქმედება ჩემში ხარხარს იწვევდა. მის ჩვეულებრივ საუბარშიც კი რაღაც კოსმოსური იუმორი იგრძნობოდა.

ბოლოს და ბოლოს ჩემი ხარხარით რეჟისორი გავაღიზიანე. თუ კადრში მხოლოდ იპოლიტე იყო, მე კი კადრმიღმა ვესროდი რეპლიკას, მაშინვე სიცილი მივარდებოდა. ამაზე ძალიან ბრაზობდა იპოლიტე: “რა ვქნა, რა ჩემი ბრალია? ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ამ ბიჭს კი რა აცინებს? თავი უნდა მოვიჭრა. რა არის ჩემი ცხოვრება, დავილაპარაკებ თუ არა, ყველა ხარხარებს”. საბოლოოდ როლზე დამამტკიცეს.

“წითელმა ტუჩებმა ძალიან გამაღიზიანა”

– სხვათა შორის, მთელი ფილმი ისე გადავიღეთ, რომ ჩემს გმირს სახელად დევიკო ერქვა. მერე ვიღაცამ თქვა, რომ ცკ-ის მდივანს ეს არ მოეწონებოდა (მაშინ ცკ-ის მდივანი დევი სტურუა იყო). რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებსის რომ არ გაგვენაწყენებინა, სახელის შეცვლა მოგვიწია. წარმოიდგინეთ, მთელი ფილმი ისე გადავიღეთ, რომ ყველა დევიკოს მეძახდა, გახმოვანებისას კი მისი შეცვლა მოგვიწია. დევიკოსთან ყველაზე ახლოს არტიკულაციურად რეზიკო იყო, ამიტომაც გახმოვანებისას სადაც დევიკოს ვამბობდით, რეზიკო ჩავსვით.

საერთოდ, რეზიკო არანაირად არ ყოფილა ჩემი პროტოტიპი. მე ვიყავი კარგი მოცურავე, პლეხანოვზე გაზრდილი ბიჭი, კარგი დამრტყმელი, თავი მომქონდა, როგორც მაგარ ბიჭს და უეცრად გავხდი კონსერვატორიაში ჩაბარებაზე მეოცნებე ბიჭი, რომელსაც მზრუნველი მამა, დედა, ბებია ჰყავს და თოჯინების ფაბრიკაში მუშაობს.

როცა ფილმი გამოვიდა და ჩემი თავი ვნახე, სად დავმალულიყავი, არ ვიცოდი. ვფიქრობდი, რომ თავი მომეჭრებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ გავღიზიანდი, როცა ეკრანზე ჩემი ტუჩები განსაკუთრებულად წითლად ჩანდა. ასე მეგონა, მეგობრებთან თავს ვერ გამოვყოფდი. ჩემდა გასაოცრად, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, ფილმმა უდიდესი პოპულარობაპ მოიპოვა.

უფასო ქეიფი რესტორანში

– ფილმის პრემიერის შემდეგ თბილისში რეზომანია დაიწყო. ყველა ბიჭი მე მბაძავდა, ცდილობდა, ჩემნაირი სიარულის მანერა ჰქონოდა. მოდაში ისეთი ვარცხნილობა შემოვიდა, როგორიც რეზიკოს ჰქონდა. ყველა გოგო ჩემზე იყო შეყვარებული, ჩემი ფოტოები კიოსკებში იყიდებოდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ქუჩაში გამოსვლის მრცხვენოდა.

რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებსმაგრამ პოპულარობას დადებითიც ბევრი აქვს. ერთხელ რესტორანში შევედით, ერთი ბოთლი ღვინო და მისაყოლებელი ავიღეთ. უცებ მეზობელი მაგიდებიდან წამოვიდა საჩუქრები ღვინისა და პურმარილის სახით. ეს შემდეგ ტრადიციად გადავაქციეთ – შევიდოდით რესტორანში, ავიღებდით ერთ ბოთლ ღვინოს, დანარჩენი კი თავისით მოდიოდა. ჩემი მეგობრებისთვის ანკესზე სატყუარასავით ვიყავი.

ფილმის გამოსვლის შემდეგ თაყვანისმცემლებისგან უამრავ წერილს ვიღებდი. წერილები რუსეთიდანაც უხვად მოდიოდა, დღეში, სულ მცირე, 150 ცალი. ერთხელ შორეული რუსეთიდან მივიღე წერილი, გავხსენი და ვკითხულობ ვიღაც რუსი გოგონას ნაწერს, მე შენთან უნდა წამოვიდე, ქალიშვილი ვარ და ქალწულობა უთუოდ შენ უნდა ჩაგაბაროო. მთელი ჩემი სამეგობრო წრე მოლოდინში იყო, მაგრამ რატომღაც ის გოგო არ ჩამოვიდა.

შემდეგ ჩემმა მეგობარმა გია მახარაძემ გააკეთა განცხადება, წერილებს თან სამი ფოტო დაურთეთ – პროფილში, ანფასში და პლაჟზე ბიკინებშიო. ერთმა გოგომ მართლაც გამოგზავნა ფოტო, სადაც ერთი შეხედვით ისე მოგვეჩვენა, თითქოს ქურქი ეცვა, სინამდვილეში აბაზანაში იდგა და შიშველ სხეულზე პირსახოცის ხალათი ჰქონდა მოცმული.

ძალიან მინდოდა, ფილმში “თოლია” მე მემღერა, მაგრამ იმის გამო, რომ “ორერას” ბიჭებთან ვერ ვიმღერებდი, ეს სიმღერა “ორერამ” და რობერტ ბარძიმაშვილმა შეასრულეს. სხვათა შორის, რობერტ ბარძიმაშვილის და ჩემი ხმა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ყველას ეგონა, რომ სიმღერას მართლა მე ვმღეროდი.

რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებსიპოლიტეს ღიპი და პლაჟის ლამაზმანი

– ფილმში არის ეპიზოდი, როცა ჩემი გმირი ზღვაზე ისვენებს და მას მამა მიაკითხავს. ამ ეპიზოდს თბილისის ზღვაზე ვიღებდით. ამ დროს იქ ქოლგები, შეზლონგები არ იყო, ხალხი ნაკლებად დადიოდა. რეჟისორებმა სახელდახელო პლაჟი მოაწყვეს, დამსვენებლებიც დააწვინეს ქოლგების ქვეშ და ნამდვილი ზღვის ატმოსფერო შექმნეს.

იპოლიტემ არ იცოდა, ამდენი შიშველი ქალი თუ დახვდებოდა გადასაღებ მოედანზე. ფილმში ჩანს კიდეც ერთი მომენტი, როცა იპოლიტე ხვიჩია პლაჟზე დგას, უცებ სუნთქვა ეკვრება და მუცელი შიგნით ეზნიქება. ეს დაუგეგმავად მოხდა. პლაჟის დამსვენებლებს შორის საბჭოთა კავშირის მანეკენი, ულამაზესი სვეტლანა კერესელიძეც იყო. როცა მან ჩაუარა, იპოლიტეს სუნთქვა შეეკრა და მუცელი შიგნით შეეწია. იმ მომენტში იპოლიტეს მამაკაცური რეაქცია ჰქონდა ქალზე.

იპოლიტე გენიოსი მსახიობი იყო. როცა გარდაიცვალა, კინოს სახლიდან გამოასვენეს. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ყველა, ვინც იპოლიტეს შვილებს თამაშობდა, საპატიო ყარაულში ყოფილიყო. აი, მაშინ მივხვდით, რამდენი შვილი ჰყოლია ბატონ იპოლიტეს, მართლაც ძალიან ბევრნი ვიყავით.

მარინა თბილელთან თამაში საოცრება იყო. თან ასაკობრივადაც ბევრად არ განვსხვავდებოდით – 10-15 წელი. ეს ისეთი ასაკობრივი სხვაობაა, როცა შეგიძლია ქალს გაეარშიყო. მოხიბლული ვიყავი მისი გარეგნობით, ცისფერი თვალებით. იგი ცოცხალი, ექსცენტრული ქალი გახლდათ, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი.

რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებსეჭვიანობის სცენები

– ჩემი პარტნიორი ფილმში მეგი (ფისო) კეჟერაძეა. იგი დღეს უცხო ენების ინსტიტუტის დოცენტია. სწორედ ამ ინსტიტუტში სწავლის პროცესში შეარჩიეს, რეჟისორებს ძალიან მოეწონათ. იმის გამო, რომ პროფესიით მსახიობი არ იყო, ცოტა უჭირდა, მაგრამ ყველანი ვეხმარებოდით.

გადაღებების პროცესში მას შეყვარებული ჰყოლია. ის მამაკაცი თურმე ჩემზე ეჭვიანობდა. იყო გაქაჩვა, საქმის გარჩევები. მე ვამბობდი, თავი დამანებეთ, მე მხოლოდ ვთამაშობ-მეთქი.

ხშირად მიწევდა იმის მტკიცება, რომ ეს ქალი არ მიყვარდა. იმ დროს ასე იყო მიღებული, თუ მსახიობები ფილმში შეყვარებულებს თამაშობდნენ, რეალურადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ შეყვარებულები. ამის ბრწყინვალე დასტური იყო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ზურიკელასა და მერის ანუ სერგო ორჯონიკიძისა და მანანა აბესაძის დაქორწინება.

ნავთგადასხმული პურმარილი

– ფილმში არის ეპიზოდი, როცა კონსერვატორიის ლექტორს მიიპატიჟებენ ოჯახში, სადაც ერთობ კარგი სუფრა იყო გაშლილი. გაშლიდნენ სუფრას, დააწყობდნენ გოჭებს, ქათმებს, ხაჭაპურებს და სანამ კამერებს გამართავდნენ, მსახიობებს სული წაგვცდებოდა და ვჭამდით. კამერას რომ რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებსჩართავდნენ, სუფრაზე უკვე არაფერი იყო. ამის გამო რამდენიმე დღე ჩაიშალა გადაღებები, ეს კი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ბოლოს კიდევ ერთხელ გაშალეს სუფრა, ჩვენც დავიკაპიწეთ ხელები, მაგრამ ამ დროს ფილმის დირექტორმა ნავთის ქილა ამოიღო და ჩვენ დასანახად პურმარილს საგულდაგულოდ გადაასხა. ამის გამო ეროსი მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ეპიზოდის გადაღებაზე უარს ამბობდა, რადგან ნავთის სუნს ვერ იტანდა.

საბოლოოდ ფილმში ნავთგადასხმულ სუფრასთან ვსხედვართ. თუ დააკვირდებით, პირს არავინ არაფერს აკარებს. გადაღებების შემდეგ მთელი საჭმელი გადავყარეთ, მაგრამ ნავთის სუნს კარგა ხანს ვერ ვიცილებდით.

რეზიკო 50 ქალს შორის

– ვერ ვიტანდი იმ ეპიზოდის გადაღებას, როცა თოჯინების ქარხანაში 50 ქალს შორის უნდა ვმჯდარიყავი. თხასავით ვგრძნობდი ამდენ ქალში თავს. ვოცნებობდი, ეს სცენა არ ყოფილიყო ფილმში. ჩემთვის ყველაზე ცუდი ეპიზოდი სწორედ ესაა.

ჯიჯღინა სესილია თაყაიშვილი

რუსი გოგონები ქალწულობას რეზიკოს უნახავდნენ - რა აცინებდათ თოჯინებს– სესილია თაყაიშვილი პროფესიონალი მსახიობი იყო. იგი, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ იყო მომთხოვნი, შემდეგ კი სხვებსაც სთხოვდა. თუ რამე არ მოეწონებოდა, დაიწყებდა ჯიჯღინს და ყველას უნიჭოს ეძახდა. იგი ნამდვილი იუველირი იყო, რადგან თითოეულ მიკროეპიზოდსაც კი დიდი მონდომებით თამაშობდა. თავად იგონებდა ეპიზოდებს.

სესილიასთან ბევრი შეხება არ მქონდა. იგი საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება იყო და გადაღებების შემდეგ საერთო მხიარულებაში ნაკლებად მონაწილეობდა.

ქველმოქმედი ეროსი

– ჩემსა და ეროსს შორის ფილმის დამთავრების შემდეგ დიდი მეგობრობა წარმოიშვა. იგი უაღრესად კეთილი ადამიანი იყო. ხშირად, როგორც ახალგაზრდა მსახიობს, ბევრ რამეს მასწავლიდა. შენიშვნას ისე მაძლევდა, რომ არ მწყენოდა. თუ ვინმეს მანქანა, ბინა ან ინსტიტუტში მოწყობა უნდოდა, ყველას ეხმარებოდა.

ერთხელ დავიწუწუნე, დიღმის მასივიდან ფეხით დავდივარ და კარგი იქნებოდა, ერთი “ზაპოროჟეცი” მყოლოდა-მეთქი. სულ მალე გამომიძახეს და მითხრეს, რომ მანქანის რიგმა მომიწია. არადა მაშინ ძალიან დიდი რიგები იყო. როგორც გავარკვიე, ეროსის წყალობით აღმოვჩნდი სიაში პირველი. ისევ ეროსის წყალობით, 1964 წელს ტაშკენტში “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” თამაშზე აღმოვჩნდი. მაშინ ამ მატჩზე ძალიან ვიწრო საზოგადოება მიდიოდა.

ფილმში სევერიან წივწივაძის სახე მთლიანად ეროსის შექმნილია. მან თავის გმირს გაუკეთა სათვალე, მოძებნა პორტფელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცნობილი ფრაზა – “რატომ არის რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო”, მას ეკუთვნის. ეს ფრაზა სცენარში არ ყოფილა.

ფეხებით ცეკვა პირველად გეგეჭკორმა დაიწყო

– გადაღებებმა სამ თვეს გასტანა. ის ეპიზოდი, სადაც კონსერვატორიაში გამოცდაზე ვარ და მეგობრები მოძრავი ლიფტით ფანჯარასთან ამოდიან, კურიოზულ სიტუაციაში გადაიღეს. ფანჯარასა და მიწას შორის დაშორება ერთი მეტრი იყო, ამიტომ რეჟისორი გასცემდა ბრძანებას, ბიჭებო, თავები დახარეთო. ისინიც დაიკუზებოდნენ, თითქოს მართლა ლიფტით ამოდიოდნენ.

სრულიად შემთხვევით დაიჭირეს ლექტორების ფეხებით ცეკვის სცენა. გოგი გეგეჭკორმა გადაღების მომენტში სიმღერის რიტმს ფეხი ააყოლა, რეჟისორს ეს მოეწონა და ყველას სთხოვა, ასევე მოქცეულიყვნენ.

სარკე