,,ნუ მოკლავთ პაატა ბურჭულაძეს, უნდა შეწყდეს ეს ტალახი” – თაკო ჩარკვიანი

,,ნუ მოკლავთ პაატა ბურჭულაძეს, უნდა შეწყდეს ეს ტალახი" - თაკო ჩარკვიანიპუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ ,,იავნანას” გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება და წერს:
,,ჩემო ძვირფასო ადამიანებო! გულწრფელად მინდა ვიკითხო, მართლა მაინტერესებს, ასე მშვიდად ვუყუროთ, როგორ კლავენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მომღერალს, რომელმაც უდიდესი ქველმოქმედება გაწია და 115 მრავალშვილიან ოჯახს გადასცა ბინა, უფასოდ ჩამოიყვანა უდიდესი მომღერლები, ბალერინა თუ პიანისტი – უფასოდ, რომელთა ჰონორარები რამდენიმე ათასს შეადგენდა.

ახლა მოვისმინეთ რომელიღაც საინფორმაციოში, თურმე  რომ ჩამოდიოდა, სასტუმროში რჩებოდაო. დამისახელეთ ქვეყანა (ჩვენს სამეზობლოში), რომლის ხელისუფლების ,,სპეც-პიარ სამსახურები” სხვადასხვა თეატრებში რეკავდნენ და თავს ჭრიდნენ საკუთარ მომღერალს და ქვეყანას!

მე არ მეგულება, თუმცა არც საპრეზიდენტო კანდიდატი მეგულება მთელ მსოფლიოში, რომელიც თავის ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს! მართლა რა უბედურებაა, ასეთი თავდასხმა ამ მომღერალზე და თან  არარსებული მტკიცებულებებით. უნდა შეწყდეს ეს ტალახი, ქვეყანას სვრით! ნუ მოკლავთ სახელგანთქმულ ბანს!”.