ნინო ჯანგირაშვილი ბახტაძეს: ,,ტუფლს გავიხდი და ვესვრი”

ნინო ჯანგირაშვილი ბახტაძეს: ,,ტუფლს გავიხდი და ვესვრი"ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის  განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ 6 წლის წინათ ქართველმა ერმა უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვას.

,,იიიიი, ჩაქრი შენა. ეს მაინც რომ გააჩუმონ ამ თემაზე, არ შეიძლება? 2012 წლის ზაფხულში მე პირადად აქციებზე რომ ვიხრუკებოდი, ხან ,,მაესტროს” თეფშებს ვიხვეწებოდით და ხან მედიაზე სხვა ტიპის ზეწოლას ვაპროტესტებდი, ამ ბუბლიკმა ზუსტად იმ დროს 20 000 ლარი შესწირა ნაცებს.

ახლა ერთ დღეს ესეც რომ მომიტრიალდეს და ნაცი ხარო, მითხრას, დედას გეფიცებით, ტუფლს გავიხდი და ვესვრი”- წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.