,,ნეკერ, ვერაფრით ვიჯერებ… სად წახვედი… – ნინო ნეკერიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

,,ნეკერ, ვერაფრით ვიჯერებ... სად წახვედი... - ნინო ნეკერიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალაგუშინ დილით მოულოდნლად გარდაიცვალა პო­ე­ტი, მთარ­გმნე­ლი ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლი, რომელსაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნინა სტარკ-ნე­კე­რის სა­ხე­ლით იც­ნობ­და. მისი გარდაცვალება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მისი მეგობრებისთვის.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა იხსენებს.

,,ჩემი სტუდენტი იყო. შემდეგ მეგობარი, ნასტუდენტარი. თბილი, ბუნჩულა, სულ ღიმილიანი, დინჯი, ხალისიანი, მშვიდობისმოყვარე და სიყვარულისმოყვარე.

სულ-სულ პირველი კადრი, რაც გონებამ შემოინახა, ჯერაც კარგად გაცნობამდე, დაახლოვებამდე, შემოთამამებამდე და დამეგობრებამდე, ასეთი იყო:

უშველებელ აუდიტორიაში უამრავი სტუდენტი ზის. ტესტს ვაწერინებ. მაშინ სად იყო ტესტები და არც ამდენი სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტი იყო და ახალგაზრდების დიდი ნაწილიც თანაკურსელების იმედად შემოდიოდა.

შენიშვნებით რომ ვერაფერი გავაწყვე, ბოლოს ესღა მოვიფიქრე: ერთი გადალაპარაკება და ტესტს ჩამოგართმევთ-მეთქი.

შევამჩნიე, ამ გოგომ გვერდით გადაულაპარაკა. ახლავე ჩამაბარე ნაწერი-მეთქი. შეცბა. ადგა, წამოწითლდა, ხმა არ ამოუღია. დაუსრულებელი ტესტი დამიტოვა და უხმაუროდ გავიდა.

მეუცნაურა. ჟურნალისტიკაზე უფრო თამამები სწავლობდნენ და ხშირად მეკამათებოდნენ და მებუზღუნებოდნენ. ან მთხოვდნენ. ან მპირდებოდნენ, რომ მეტს აღარ იზამდნენ…

ეს კი როგორ უჩვეულოდ უჩუმრად გავიდა…

გამიკვირდა. დამამახსოვრდა და მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო.

გული ჩამწყდა, როცა მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე აქეთ გადმოულაპარაკეს და იქით ეხმარებოდა. ვინც დახმარება სთხოვა, ის გაიტრუნა, ეს კი ადგა და გავიდა…

მას მერე განსაკუთრებულად შემიყვარდა. ან სხვანაირად როგორ შეიძლებოდა. აი, ასეთი იყო, ზუსტად ასეთი, როგორსაც აქ ხედავთ.

ასეთი კარგი, ასეთი უშუალო, ასეთი ბუნჩულა, ასეთი კეთილი და თბილი…

„ბუბ“ – სულ რამდენიმე ადამიანი მომმართავს ასე, თითებზე ჩამოსათვლელი. ერთ-ერთი ნეკერა იყო.

„ბუბ“ – მხოლოდ მას რომ ჰქონდა, იმ ხმით, მოჭუტული თვალებითა და გაბადრული პირისახით…

ახლა ვიხსენებ და რამდენი სითბო და ენერგია მოუცია თურმე ამ 15 წლის მანძილზე. მთელი ცხოვრება რომ მეყოფა, იმხელა და იმდენი… ნეკერ, ვერაფრით ვიჯერებ. სად წახვედი…

როგორ უჩვეულოდ და უჩუმრად წახვედი…” – წერს ბუბა კუდავა.

,,ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ, ამ სა­ზი­ზღა­რი სიკ­ვდი­ლის ბუ­რუ­სით ვარ მო­ცუ­ლი და სხვა არა­ფე­რი ხდე­ბა ირ­გვლივ. არ ვიცი, რამ შე­იძ­ლე­ბა აწი გა­მა­ხა­როს. ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი აღარ არის, მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ტრა­გე­დი­ით ვი­ცხოვ­რებ. სა­ზი­ზღა­რი სი­ტყვე­ბია – ნინა ნე­კე­რი აღარ გვყავს”, – წერს ირაკლი ბაკურაძე.

ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი თარ­გმა­ნე­ბია: ჯონ ბო­ი­ნის “ბიჭი ზო­ლი­ან პი­ჟა­მა­ში”, კა­სან­დრა კლე­რის “მე­ქა­ნი­კუ­რი პრინ­ცე­სა” და “ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის ქა­ლა­ქი”… ნინო ნე­კე­რიშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი შე­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტურ კრე­ბულ­ში.