მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალაცნობილი ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე ბარსელონაში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სექტემბრის ბოლოს კაბალიე შარდის ბუშტის პრობლემით ბარსელონის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ მოათავსეს.

მას ოპერის სცენებზე 88-ზე მეტ სპექტაკლში აქვს ნამღერი. მომღერალმა სახელი „ბელკანტოს“ სახელით ცნობილი საშემსრულებლო ტექნიკით გაითქვა.

სოპრანომ 2010 წელს კონცერტი თბილისშიც გამართა. ოპერისა და ბალეტის დრამატულ თეატრში კონცერტი მაშინ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონსერატ კაბალიესთან ერთად მისი ქალიშვილი მონსერატ მარტიც მონაწილეობდა. მონსერატ კაბალიე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდა და მასთან საუბრისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე სიცოცხლის ბოლომდე ყვებოდა.