მაკა ზამბახიძემ მესამე ქმარი გამოაჩინა

მაკა ზამბახიძემ მესამე ქმარი გამოაჩინამომღერალი მაკა ზამბახიძე დიდი ხანია, რაც პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს გაურბის. მას შემდეგ, რაც მეორე ქმარს, ვახო ჭუმბურიძეს გაშორდა, ამ თემას ტაბუ დაადო.

ზუსტად ერთი წლის წინ მაკა მესამედ გათხოვდა  ძიუდოისტ მიხეილ ჩოხელზე, რომელიც მომღერალზე 7 წლით უმცროსია.

მაკა ზამბახიძე ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც არ აქვეყნებდა, ახლახან კი ინსტაგრამზე მეუღლესთან ერთად გადაღებული სურათები გამოაქვეყნა. ფოტოები მათი საერთო მეგობრის ქორწილშია გადაღებული.