კრისტი: ,,მოსახდენი მოხდა, ვეღარ შეცვლი, უნდა ვიფიქროთ პრობლემის მოგვარებაზე”

კრისტი: ,,მოსახდენი მოხდა, ვეღარ შეცვლი, უნდა ვიფიქროთ პრობლემის მოგვარებაზე"მოდელი კრისტი პირველად 1994 წელს გამოვიდა პოდიუმზე და მას შემდეგ 24 წელია იქიდან “არ ჩამოსულა”. არათუ საქართველოში, მსოფლიოში იშვიათია მოდელი ასეთი სტაჟით. შინაგანი შარმი, პროფესიონალიზმი, მეტყველი თვალები და დიდი გამოცდილება – ამ თვისებების გამო დღემდე აქტუალურია დიზაინერებისთვის, რომლებიც მას თავიანთ ჩვენებებში ეპატიჟებიან.

“მოდელი პოდიუმზე მუნჯია, ვერ ლაპარაკობს, ამიტომ თვალებით ვმუშაობთ. თვალებით ვუყვებით მაყურებელს ჩვენს სათქმელს”, – გვითხრა კრისტიმ.

— კრისტი, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ჩვენებებში აღარ მივიღებ მონაწილეობასო. ანუ პოდიუმს დაემშვიდობეთ?

– ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მაშინ მხოლოდ ვიხუმრე, სერიოზულად არ მითქვამს. მოდის სფეროდან არ წავსულვარ და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვარ. ეს საქმე იმდენად მიყვარს, რომ ამდენი წელი არც ველევი და ვერც შეველევი. გულით რასაც აკეთებ, არასდროს იღლები და თუ იღლები, მხოლოდ სასიამოვნოდ.

კრისტი: ,,მოსახდენი მოხდა, ვეღარ შეცვლი, უნდა ვიფიქროთ პრობლემის მოგვარებაზე"— ძველი თაობის მოდელებიდან, მგონი, თქვენ ხართ ერთადერთი, რომელიც დღემდე პოდიუმზე დგას. რამ განაპირობა ეს?

– ძალიან ბევრმა ფაქტორმა. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. ვერ გეტყვით… ასე მოხდა.

— აქტუალურობას არასდროს კარგავთ.

– ისევე, როგორც მადონა… აქტუალურობაც ალბათ დრომ, პერიოდმა და პოპულარობამ მოიტანა. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ მე და მადონას გვახურავს ერთი და იგივე შლაპა, რომელიც ეკუთვნის უკრაინელ დიზაინერს.

— როგორც ჩანს, ეს თქვენთვის საამაყოა. მადონა თქვენთვის რისი მაგალითია?

– ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, როგორც არტისტს. ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. წელს 60 წლის ხდება და კვლავ არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის არასდროს ქრება. პატარ-პატარა პაუზების შემდეგ ისე გამოჩნდება, რომ საოცრებაა.

— გაიხსენეთ 24 წლის წინ თქვენი პირველი გასვლა პოდიუმზე. მაშინ რას ფიქრობდით, როგორ ხედავდით მომავალს?

– პირველად 1994 წლის 4 ნოემბერს გამოვედი დიზაინერ გვანცა ნაცვლიშვილის ჩვენებაზე. თავიდან რომ ვიწყებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ჰობი და გართობა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, დღემდე პოდიუმზე თუ ვიქნებოდი. რატომღაც მეგონა, მოკლევადიანი პროფესია იყო.

სასიამოვნოა, როცა ამდენი წელი დგახარ პოდიუმზე. ამ პროფესიამ ბევრი რამ მომიტანა. მე სხვადასხვა სფეროში ვცადე ბედი, ვმუშაობდი ტელევიზიაში, რადიოში, ოღონდ ყველაფერი მაინც მოდას უკავშირდებოდა.

დღეს 41-ის ვარ და ასაკს საერთოდ ვერ ვგრძნობ. ცხოვრებაში გვაქვს სხვადასხვა ეტაპები.

— კმაყოფილი ხართ იმ ეტაპებით, რაც დღემდე გამოიარეთ?

კრისტი: ,,მოსახდენი მოხდა, ვეღარ შეცვლი, უნდა ვიფიქროთ პრობლემის მოგვარებაზე"– არასოდეს არაფერს ვნანობ. შეიძლება შეცდომა დავუშვი, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიურად ვუდგები. მოსახდენი მოხდა, ვეღარ შეცვლი, ამიტომ უნდა ვიფიქროთ პრობლემების მოგვარებაზე.

— ძალიან გამორჩეული თაობა იყავით. ეს ალბათ სააგენტო “ნატალის” დამფუძნებელ ნატალი სამადაშვილის დამსახურებაც იყო, რომელიც რამდენიმე ხნის წინ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ყველანი ვიყავით ინდივიდუალურები და ეს, რა თქმა უნდა, ქალბატონი ნატალის დამსახურებაა. სამწუხაროდ, ორი თვეა, რაც დაგვტოვა და ჩვენ გვერდით აღარაა. ნატაშა ძალიან სწორად არჩევდა გოგონებს, ის არამარტო პოდიუმზე სიარულს, ცხოვრებას გვასწავლიდა.

— დღევანდელ თაობაში ეს ინდივიდუალიზმი არ იგრძნობა?

– ყოველ პერიოდში სულ იცვლება რაღაცები. სადღაც 50-იან წლებში უფრო მრგვალფორმიანი ქალები იყვნენ მოდაში, მერე პირიქით, ძალიან გამხდრები, 90-იანებში ჩამოყალიბდა ტერმინი “ტოპმოდელები”. ახლა შეიძლება ლამაზი არ იყოს გოგო, მაგრამ სხვა პრიორიტეტები ჰქონდეს, დღეს სხვა მოთხოვნებია.

ადრე უფრო მაღალ გოგონებს ენიჭებოდათ უპირატესობა, ახლა ნაკლებად. საბოლოო ჯამში, მთავარია, როგორ გამოგაქვს კოსტიუმი, შინაგანი შარმი უნდა გქონდეს და ვფიქრობ, რომ ენერგეტიკაა მთავარი, რომელიც თვალებიდან მოდის. ძალიან მეტყველი თვალები უნდა გქონდეს. თვალებით ვუყვებით მაყურებელს ჩვენს სათქმელს და გადმოვცემთ იმ ემოციებს, რაც კრისტი: ,,მოსახდენი მოხდა, ვეღარ შეცვლი, უნდა ვიფიქროთ პრობლემის მოგვარებაზე"იმ სამოსში დევს.

— მაინც რას ფიქრობთ, რამდენი წლის ასაკში დაემშვიდობებით პოდიუმს, როდემდე იქნებით ამ სფეროში?

– სიცოცხლის ბოლომდე. ზუსტად ვიცი, რომ 80 წლის თუ ცოცხალი ვიქენი, აუცილებლად გამოვალ პოდიუმზე.

— წლების მატების გეშინიათ?

რატომ უნდა მეშინოდეს?! არც ნაოჭები მაშინებს და არც არაფრის გაკეთებას ვაპირებ. მართალია, ამ წუთას არანაირი ნაოჭი და, გარეგნობის მხრივ, არანაირი პრობლემა მაქვს, მაგრამ, როცა შემაწუხებს, არც მაშინ გავიკეთებ არაფერს, ბუნებრიობის მომხრე ვარ.

მინდა, ყველა ეტაპზე ვნახო საკუთარი თავი, როგორი ვიქნები. მაგალითად, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე როგორ კარგად გამოიყურება, ასევე – სოფი ლორენი. ასეთები ძალიან ბევრნი არიან.

— ამ მომავალ ეტაპებზე თქვენ გვერდით ხედავთ მამაკაცს – მეგობარს ან ქმარს? ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ?

– არა. რაღაც არ გამოდის. პრინციპში არც არავინ გამოჩენილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, ვისზეც შეიძლებოდა, რომ მეფიქრა. არავინ იცის, ვის რა დროს ეწვევა ეს გრძნობა. მოსახდენი მოხდება.

— ანუ ახლა გატაცების ან სიყვარულის ობიექტი არავინ გყავთ?

– არავინ.

გიორგი საკარული, სარკე