,,ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მუჯლუგუნი უთავაზა” 

,,ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მუჯლუგუნი უთავაზა” რისთვის ემზადებიან პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი, ვის მიაქვს ივანიშვილთან არასწორი ინფორმაციები, ვინ გამოაცხადა ქვეყნის არაფორმალურ მმართველად ნიკა გვარამია?  – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი კობახიძის გამოსვლამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. პარლამენტის სპიკერი გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა. არადა ცოტა ხნის წინ კვირიკაშვილი თანამდებობიდან სწორედ იმიტომ გადააყენეს, რომ ხალხს უჭირდა.
– მოდით, საუბარი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციით დავიწყოთ, “რეაქციაში” კობახიძემ ამ თემაზეც ისაუბრა. თბილისის მთავარ ქუჩაზე ახლა საქართველოს სირცხვილის ისტორია იწერება… თავის გამოსვლაში კობახიძე ხან უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ლაპარაკობდა, ხან იმას უსვამდა ხაზს, რომ კომისიამ მკვლელი ვერ გამოავლინა. დავიჯერო, არ იცის, საგამოძიებო კომისია სასამართლო რომ არ არის?!
– პროფესიით იურისტია და წესით უნდა იცოდეს.
– ამის გარდა, ის არის ახალი კონსტიტუციის ავტორი და რაღაც მაინც უნდა იცოდეს. ირაკლი კობახიძე გახლავთ ქართული პოლიტიკის სირცხვილი.
გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ დაბრუნდა? თქვა, “ოცნებაში” პრობლემებიაო. გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მაინტერესებს, რატომ დარჩა პარტიის აღმასრულებელი მდივანი თანამდებობაზე…. კითხვის გაგრძელება…