თურქეთის ჰაკიარის პროვინციის ქალაქ ჩუკურჯას ერაყიდან რაკეტები ესროლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სროლა ერაყის იმ ნაწილიდან განხორციელდა, რომელსაც ქურთთა მუშათა პარტია აკონტროლებს.
რაკეტები გიუვენის მთების მიმართულებით იქნა გაშვებულ, სადაც სამხედრო ბაზები მდებარეობს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ჯარისკაცი, 3-მა სამხედრომ და 4-მა სამოქალაქო პირმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
ნიუპოსტი