თოვლი და წყალმოვარდნები – ამინდის პროგნოზი

თოვლი და წყალმოვარდნები - ამინდის პროგნოზი,,მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს” – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო. მათი ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5-6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ვარაუდობენ ზოგან ძლიერ ქარს. 5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა ითოვოს.