თბილისში გლანდების ოპერაციით გოგონა გარდაიცვალა – ,,21-ე საუკუნეში ამ ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ”

თბილისში გლანდების ოპერაციით გოგონა გარდაიცვალა - ,,21-ე საუკუნეში ამ ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ''გლანდების ოპერაციას მეორე კლასის მოსწავლე, ნინო ვადაჭკორია ემსხვერპლა.

,,ნინოს ოპერაცია გაუკეთეს გამოცდილ ექიმთან, გამოწერეს სახლში  და 5 დღის შემდეგ დაეწყო სისხლისდენა, ვერ მიასწრეს საავადმყოფოში და ტვინი გაეთიშა. შემდეგ რამდენიმე დღე იყო აპარატზე შეერთებული და გუშინ გარდაიცვალა.

მიზეზი გარდაცვალების იყო ის, რომ ჭრილობამ ნაწიბური რომ გაიკეთა, ე.წ. ფუფხს ეძახიან, აწვებოდა თურმე აორტას და გასკდა. მილიონში ერთი ხდება ასეთი შემთხვევაო, მთელი სამეზობლო დაწყვეტილები ვართ. ისეთი კარგი ბავშვი იყო, სამი შვილი ჰყავს მის მშობლებს… არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. 21-ე საუკუნეში გლანდების ოპერაციით აღარ უნდა კვდებოდნენ, ეს რა უბედურებაა”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

დრონი.ჯი