,,თბილისის აეროპორტში აღარ მოწმდება არც ერთი ჩანთა! ღადაობენ?!”

,,თბილისის აეროპორტში აღარ მოწმდება არც ერთი ჩანთა! ღადაობენ?!"სოციალურ ქსელში წერენ, რომ თბილისის აეროპორტში ბარგს აღარ ამოწმებენ.

,,ვინმემ თუ იცის, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოება საერთოდ მოხსნილია? აღარ მოწმდება არც ერთი სამგზავრო ჩანთა სკანერზე. ღადაობენ თუ?!”, – წერს პაატა თაბუკაშვილი.

,,ახლობელს ვაცილებდი. არავის არაფერი შეუმოწმებია. მხოლოდ ბილეთების რეგისტრატორმა ერთი ცალყბად იკითხა:  ჩანთაში რაიმე მჭრელი ან იარაღი, ან აკრძალული რამ ხომ არ გიდევთო.
გაკვირვებულმა ვკითხე, რა ხდება, არაფრის შემოწმება არ მიმდინარეობს და ამ კითხვაზე ხომ შეიძლება სწორი პასუხი არ გაგცენ-თქო.
მიპასუხა, რა ვიცით. ადმინისტრაციამ ასე გადაწყვიტა დროებითო…
ნეტა რას ელოდებიან?”, – წერს მანანა სოტკილავა.