ზაზა ოქუაშვილი: ,,ლევან ყიფიანი სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ახლაც”

ზაზა ოქუაშვილი: ,,ლევან ყიფიანი სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ახლაც”„ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულილ ჩანაწერებზე ლევან ყიფიანის მიერ გაჟღერებულ ვერსიას, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება ლევან ყიფიანის დაშინებას აგრძელებს და ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადებაც მთავრობის მიერ დადგმული სპექტაკლი ნაწილი იყო:

-ყველა ელოდა რაღაცას, რაც იქნებოდა დადგმული მთავრობის მიერ და ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვნახეთ, ეს იყო ნამდვილი სპექტაკლი. სარდაფიდან გამოსულს ჰგავდა ახლაც, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, შეშინებული, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

დღეს თბილისში საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა უცხოელების დასარწმუნებლად.

ნიუპოსტი