,,ვნანობ, რომ ქმარი სახლიდან ადრევე არ გავაგდე”

,,ვნანობ, რომ ქმარი სახლიდან ადრევე არ გავაგდე"დავრწმუნდი, რომ კაცები არ არიან სანდოები და ყოველთვის უნდა იყო მზად, რომ ერთ დღესაც ზურგში დანას ჩაგცემენ.

ქმარი სწორედ ასე მომექცა. ქორწინების შემდეგ უამრავ რამეს ვითმენდი, მათ შორის ღალატსაც, ვიღაც გოგოებთან ღლაბუცსაც. ვპატიობდი, ვფიქრობდი, ყველა კაცი ასეთია, გაიტაცებთ რაღაც, მაგრამ მათთვის მთავარი მაინც ოჯახია-მეთქი.

ჩემი მოთმინება, ამდენი თანადგომა, გვერდში დგომა არაფრად ჩააგდო და 42 წლის ასაკში მიმატოვა. მოგეხსენებათ, ეს ისეთი ასაკია, როცა ხელმეორედ ოჯახის შექმნა ასე იოლი არ არის, მით უმეტეს, რომ ორი შვილის დედა ვიყავი, თანაც უკვე დიდების.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით, ძალიან ვნანობ, ქმარი სახლიდან ადრევე რომ არ გავაგდე. პირველად რომ გავიგე მისი ღალატის შესახებ, აი, მაშინ უნდა გამეღო კარი და გამებუნძულებინა. მაშინ ვიქნებოდი კარგად, ახლა კი ძალიან ცუდად ვარ. მისატოვებელი ის იყო, არადა მან მიმატოვა. სიბრაზე ახლაც მახრჩობს, მაგრამ რას ვიზამ, ვერაფერს შევცვლი.

სარკის ერთგული მკითხველი