დაპირისპირება გოჩა ჩერტკოევთან – შოუს ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” ქორეოგრაფები ტოვებენ

დაპირისპირება გოჩა ჩერტკოევთან - შოუს ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" ქორეოგრაფები ტოვებენპროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” დაძაბულობაა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გოჩა ჩერტკოევთან არსებული დაპირისპირების გამო შოუ იმ ქართველმა ქორეოგრაფებმა დატოვეს, რომლებსაც ტყუპების სახელით იცნობენ.
თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეების დადგმულ ცეკვებს გოჩა ჩერტკოევი მუდმივად აკრიტიკებს და ხშირად ხაზს უსვამს იმას, რომ დადგმა არ მოსწონს, რომ კონკურსანტების ნომრები არ არის სრულყოფილი და ეს ხშირ შემთხვევაში  ქორეოგრაფებს ბრალდებათ.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ჩერტკოევს თავისი დისშვილის, გიგი გაჩეჩილაძის, მოყვანა უნდა ქორეოგრაფად და ამიტომ აკრიტიკებს უკვე არსებულ პედაგოგებს პირდაპირ ეთერში. თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეები ჯერეჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

პრაიმტაიმი