,,ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა, შენი დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­დე­ბაო…” – რას ყვებიან მეგობრები კეთილ კაცზე

,,ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა, შენი დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­დე­ბაო..." - რას ყვებიან მეგობრები კეთილ კაცზე24 სექ­ტემ­ბერს, დიდ დი­ღომ­ში დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლის ცხედარი იპოვეს, რომელსაც გულში დანა ჰქონდა ჩარტყმული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ექპერტიზის პასუხები ჯერ არის ცნობილი

დიმიტრი ტატიშვილი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, როცა კორ­პუ­სის ბავ­შვებს ეზო­ში აუზი და­უდ­გა. გი­ორ­გი მი­ქე­ლა­ძე მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ჟურ­ნალ “სარ­კეს­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ამ­ბობს, რომ დი­მიტ­რი თა­ვად იყო სი­ურპრი­ზი და მუ­დამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ზრუ­ნავ­და.

-დიტო უაღ­რე­სად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი უყ­ვარ­და, ჭკუ­ას კარ­გავ­და შვი­ლებ­ზე. რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზია ჰქონ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­დო­და და ჩემს მე­უღ­ლეს ყვა­ვილს მო­არ­თმევ­და. ამო­ვი­დო­და და ჩა­მე­ხუ­ტე­ბო­და, რად­გან იმ წუ­თას ასე უნ­დო­და. უცებ მე­ტყო­და, მო­ემ­ზა­დე, ხვალ იქ მივ­დი­ვარ­თო. მო­სი­ა­რუ­ლე სი­ურპრი­ზი იყო… – იხსენებს გიორგი მიქელაძე.

დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვილ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს. ჟურ­ნალ “სარ­კეს­თან” ის თავიანთი და­მე­გობ­რე­ბის ის­ტო­რი­ას ყვე­ბა:

– რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბა­თუ­მის ბი­ნა­ში რე­მონტს ვა­კე­თებ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი თბი­ლის­ში შე­მე­ძი­ნა. ერთ-ერთ ძა­ლი­ან კარგ მა­ღა­ზი­ას მი­ვა­დე­ქი, სა­დაც დიდი არ­ჩე­ვა­ნი იყო. შე­ვე­დი მა­ღა­ზი­ა­ში და უცებ ერთი ბიჭი, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ­დი, ჩემ­კენ გა­მო­ე­მარ­თა და გა­და­მეხ­ვია. გაკ­ვირ­ვე­ბა რომ შე­მა­ტყო, უცებ მი­პა­სუ­ხა, მეც ტა­ტიშ­ვი­ლი ვარ და რომ და­გი­ნა­ხე, არ იცი, რო­გორ გა­მი­ხარ­და, რომ ჩემს მა­ღა­ზი­ა­ში შენი ფე­ხით მოხ­ვე­დიო…

ხში­რად ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუ­დამ იცო­და მო­კი­თხვა, მის ამ­ბავს მეც ვკი­თხუ­ლობ­დი. მუ­დამ მე­კი­თხე­ბო­და, რო­გორ ხარ, რამე ხომ არ გჭირ­დე­ბაო.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე და­მი­რე­კა და მი­თხრა, ახა­ლი მა­ღა­ზია გავ­ხსე­ნი წე­რე­თელ­ზე და მინ­და, გა­ნა­ხოო. ისიც მი­თხრა, შენი დახ­მა­რე­ბაც დამ­ჭირ­დე­ბაო…

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლი სარ­კე, მასალა სრულად იხილეთ სარკის მიმდინარე ნომერში