ბოლოკის სალათა ზამთრისთვის

ბოლოკის სალათა ზამთრისთვისინგრედიენტები:

ბოლოკი – 1,5 კგ
ოხრახუში – 15 გ
სურნელოვანი პილპილი – გემოვნებით
წყალი – 1 ლ
წიწაკა ჩილი – 0,5 ცალი
ზეთი – 15 ს/კ
კამა – 15 გ
დაფნის ფოთოლი – გემოვნებით
ძმარი – 100 მლ
მარილი – 4 ჩ/კ

მომზადების წესი:

გარეცხეთ ბოლოკი და დაჭერით წრეებად. მწვანილი დაჭერით, რაც შეიძლება წმინდად და დაუმატეთ ბოლოკს.

დადგით ქვაბით ცეცხლზე ზეთი და გაახურეთ. შემდეგ კი გააგრილეთ. ჩაასხით 3-3 ს/კ ზეთი თითოეულ გასტერილებულ ქილაში, ჩააგდეთ 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი და დაახლოებით 3-3 ცალი სურნელოვანი პილპილი. შემდეგ გაანაწილეთ მწვანილიანი ბოლოკი ქილებში.

მოამზადეთ მარინადი. წყალი დადგით ცეცხლზე, როგორც კი ადუღდება, დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა ჩილი და მარილი. ხარშეთ რამდენიმე წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

დაასხით ცხელი მარინადი ქილებში მოთავსებულ ბოლოკს და მოხუფეთ. თუ გსურთ, რომ ბოლოკი უფრო რბილი იყოს, გირჩევთ ის “მოხარშოთ”: გააჩეროთ ქილები შეფუთული პირსახოცში რამდენიმე საათით. შეინახეთ კონსერვი ბნელ და გრილ ადგილას.

გემრიელია.ჯი