ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს 1 მილიონი ასესხა

ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს 1 მილიონი ასესხასალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ,,ქართუ ბანკისგან” ერთი მილიონი ლარი ისესხა. სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.

,,ქართუ ბანკთან” გარიგება 1 ოქტომბერს დაიდო. ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში არაა მითითებული ამ სესხის ვადიანობა და მისი საპროცენტო განაკვეთი.
თანხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.

,,საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად,”- წერია კანონში.

ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.

სალომე ზურაბიშვილის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა 1.9 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც 1.4 მილიონი სარეკლამო ხარჯს წარმოადგენს.

ტაბულა