ბიფსტროგანოვი, მაკარონი მურაბით, ერბოკვერცხი ბროწეულით _ ლაშა ღლონტის კულინარიული კომპოზიციები

ბიფსტროგანოვი, მაკარონი მურაბით, ერბოკვერცხი ბროწეულით _ ლაშა ღლონტის კულინარიული კომპოზიციებიმომღერალი ლაშა ღლონტი გამოცდილი კულინარია. საჭმლის მომზადების წესები და რეცეპტები ჟურნალ ”სარკეს” ნოტების სიზუსტით ჩააწერინა. ამბობს, რომ ყველაზე გემრიელად ბიფსტროგანოვს აკეთებს, რომლის მომზადების წესიც ასეთია:
_ ავიღებთ 1 კილო საქონლის ხორცს _ სხვათა შორის, კერძის გაკეთება ხორცის ყიდვიდან იწყება. ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი, აბსოლუტურად უცხიმო და გაუყინავი. სპეციალური ჩაქუჩით დავბეგვავთ, დავჭრით გრძელ და წვრილ ნაჭრებად. მერე დავასხამთ ლიმონის ცოტა წვენს, წვრლიად დავაყრით დაჭრილ 2-3 თავ ხახვს. მარილს და პილპილს გემოვნებით მოვაყრით. შეგიძლიათ ვაშლის ძმარიც მოასხათ.
ხორცს გავაჩერებთ გრილ ადგილას ან მაცივარში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოვდგამთ ქვაბს, ჩავაგდებთ კარაქს ან ერბოს და ხორცს ოდნავ მიბრაწვამდე მოვშუშავთ.
_ უფრო კონკრეტულად, რამდენი ხანი სჭირდება ცეცხლზე შუშვა?
_ დაახლოებით 45 წუთი. პერიოდულად უნდა ვაკონტროლოთ, რომ არ მიიწვას. დაბეგვილი ხორცი მალე იშუშება და თავის წვენს გამოიღებს. ოდნავ სიწითლეს რომ შევამჩნევთ, ერთ კოვზ პურის ფქვილს დავამატებთ, რომ წვენი შესქელდეს. კარგად მოვურევთ, მერე დავამატებთ ერთ ქილა არაჟანს ან ერთ ქილა მაიონეზს (კლასიკურიბიფსტროგანოვი არაჟნით კეთდება). ნელ-ნელა მოვურევთ, მერე გამოვრთავთ ქურას და 15-20 წუთი გაუნძრევლად დავტოვებთ ქვაბს.
_ გარნირად რას ამზადებთ?
_ შევწვავთ ფრის და ცხლად მივიტანთ სუფრაზე. კერძს შეგვიძლია ცოტა ოხრახუში მოვაყაროთ. ამ კერძს წითელი ღვინო უხდება.
_ ბიფსტროგანოვი კარგია, მაგრამ ხორცი ძვირია. რას ამზადებთ სწრაფად, მარტივად და იაფად? კითხვის გაგრძელება