ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ”

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"დიზაინერი ანუკი არეშიძე პოლიტიკოსის ცოლობამ ჩარჩოებში მოაქცია და ეს, უპირველეს ყოვლისა, მისა გარდერობზე აისახა, ულტრამოდურ სამოსს კლასიკური პიჯაკებიც დაემატა. როცა ფეხბურთელ კახი კალაძის ცოლი ერქვა, გაცილებით თამამ, ექსპერიმენტულ სტილს ამჯობინებდა, ახლა კი ქმრის სტატუსის შესაბამის დრესკოდს ემორჩილება. ზოგადად კი ჩაცმულობის საკითხებში ქმრის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდა.

თავად კი მეუღლის ჩაცმულობაში კორექტივები არ შეაქვს, მხოლოდ მისი გარდერობის მოწესრიგება ავალია – ტანსაცმლის გაუთოება, დალაგება, რასაც სიამოვნებით აკეთებს.

– ანუკი, მას შედეგ, რაც პოლიტიკოსის ცოლი გახდით, თქვენი გარდერობი შესამჩნევად შეიცვალა?

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"– ჩემს გარდერობში ისეთი კაბები მომრავლდა, რომლებიც სხეულს გამოკვეთს, მაგრამ გამომწვევი არ არის. 1960-იანი წლების სტილი ძალიან მიყვარს, ელეგანტური და დახვეწილია.

– თქვენი მეუღლე ახლა ძალიან დაკავებულია. მის გარდერობზე ვინ ზრუნავს?

– კახი თავის ჩაცმულობაზე ყოველთვის თავად ზრუნავდა და დღესაც ასეა. მე მხოლოდ მისი ტანსაცმლის მოწესრიგება, გაუთოება, დალაგება მევალება.

– მანამდე კლასიკურად იცვამდა?

– ადრე უფრო თავისუფლად და სპორტულად ეცვა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კლასიკური სტილი არ უყვარდა. ახლა უბრალოდ, სამსახურიდან გამომდინარე, ძირითადად სულ კლასიკურად ჩაცმა უწევს.

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"– თქვენს ჩაცმულობას რამდენად ადევნებს თვალს, როდის რა ჩაიცვათ, რა იყიდოთ, კორექტივები შეაქვს?

– რა თქმა უნდა. კახის ჩემი ჩაცმის საკითხებს ყოველთვის ვუთანხმებ და მის აზრს დიდი სიამოვნებით ვისმენ. თუ მნიშვნელოვან ადგილას მივდივართ, მაშინ მისი სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებოა ჩემთვის.

– მეუღლისგან კომპლიმენტებს როგორ სამოსში იმსახურებთ?

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"– კახის ყველაზე მეტად სპორტულ სტილში მოვწონვარ და მაშინ, როდესაც სახლში თავისუფლად მაცვია. თუ სადმე ერთად მივდივართ, კახის მზერით ვხვდები, როდისაა ჩემი გარეგნობით აღფრთოვანებული და როდის – არა.

– როგორ ფიქრობთ, გემოვნებით ჩაცმული როგორ ქალზე ითქმის?

– რომელსაც ტანზე გამოყვანილი, სილუეტური კაბა აცვია და მასში თავს მოხერხებულად გრძნობს. თუ სამოსში შინაგან კომფორტს არ განიცდი, რაც უნდა ჩაიცვა, არაფერი გამოვა, ხიბლი არ ექნება.

– ვიდრე საკუთარ სტილს საბოლოოდ აირჩევდით, ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეთ?

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"– საბოლოო სტილი დღესაც არ მაქვს არჩეული. არ მიყვარს, როდესაც ყოველდღიურად ერთ სტილში ვიცვამ, თუმცა ალბათ კლასიკურ და ელეგანტურ ჩაცმულობას მაინც წინა პლანზე წამოვწევ. უკვე დიდი ხანია, რაც ექსპერიმენტების პერიოდი გავიარე.

– წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა თქვენი გემოვნება?

– გემოვნება ხშირად არ მეცვლება. როცა სამოსი მომწონს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი წარმოებისაა, ვისი შეკერილია, მთავარია ჩემს სტილში ჯდებოდეს. სტილს კი ძალიან ხშირად ვიცვლი.

– ამჟამად როგორია თქვენი ყოველდღიური სტილი?

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"– ჩემი ყოველდღიური სტილი საშუალოა – არც კლასიკური და არც სპორტული. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მაშინ კლასიკურად ვიცვამ. საერთოდ, კლასიკური სტილი მიყვარს, მაგრამ არა – მკაცრი კლასიკა. კლასიკური სტილი მხოლოდ პიჯაკებს არ გულისხმობს, მთავარი სილუეტია.

– თქვენს გემოვნებაზე ვინ იქონია გავლენა?

– ვინ – არა, უფრო ვიტყოდი, რამ. ბავშვობიდან ყოველთვის გამორჩეული სამოსი მიყვარდა, უცხო, ორიგინალური აქსესუარები მხიბლავდა. სწავლამ ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. ხშირად ისეთი სამოსი მომწონს, რაც რამდენიმე ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"სეზონის შემდეგ შემოდის მოდაში. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც ჩემთვის უთქვამთ, ეს სტილი, ეს სამოსი ან აქსესუარი როგორ შეიძლება მოგწონდესო, მერე კი, ძალიან მალე, სწორედ ჩემნაირი ტანსაცმელი და აქსესუარები მათ ტანზე მინახავს.

– დიდ დროს ხარჯავთ გარეგნობაზე, ჩაცმაზე ზრუნვაში?

– რომ გითხრათ, სულ ამაზე ვფიქრობ-მეთქი, მოგატყუებთ. რა თქმა უნდა, ჩემს იმიჯზე განსაკუთრებულად ვზრუნავ, რადგან იმ საზოგადოებას ვცემ პატივს, ვინც მიყურებს, ვისთან ერთადაც მიწევს ყოფნა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ერთმანეთს ვუთავსებ. 2 საათს თუ იმიჯზე ზრუნვას და თავის მოვლის პროცედურებს ვუთმობ, 4 საათი ვმეცადინეობ. დროს სავარჯიშოდაც ვპოულობ.

ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. დღეში აუცილებლად 2 ლიტრ წყალს ვიღებ, ეს ორგანიზმისთვის აუცილებელია. სოლარიუმში თითქმის ვერასოდეს მნახავთ, განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ მივაკითხავ. ვფიქრობ, ქალისთვის მთავარი კანია. როცა ის იდეალურ მდგომარეობაშია, ახალგაზრდობა დიდხანს ნარჩუნდება და სიბერე გვიან იწყება.

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"–  მოდელების შექმნის პროცესი როგორია – დიდხანს ფიქრობთ თუ უცბათ მოდის იდეა?

– მაქვს ისეთი მომენტები, როდესაც იდეები უცებ მოდის. რომ არ დამავიწყდეს, მაშინვე მათ განხორციელებას ვიწყებ.

როცა გათხოვდით, იტალიაში რამდენიმე წელი ცხოვრობდით ქმართან ერთად. იქაურები განთქმულნი არიან კარგად ჩაცმის სიყვარულით და გემოვნებით. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ იტალიელებზე?

– იტალიელები ძალიან გემოვნებიანი ხალხია. იქ ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა. ისეთ სფეროში ვტრიალებდი, რომ უგემოვნოდ ჩაცმული იშვიათად თუ გამოერეოდა ვინმე. იტალიელი მამაკაცები განსაკუთრებულად გემოვნებიანად იცვამენ. მათ ძალიან კარგად იციან, როგორ შეიმოსონ. უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებენ.

– გემოვნებიანი ადამიანის ეტალონი თუ გყავთ ან იქნებ ბავშვობაში გყავდათ?

– რა თქმა უნდა – ჟაკლინ კენედი და გრეის კელი.

ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"– როგორ ჩავიცვათ სწორად და შესაბამისად, გემოვნებიანადაც, რა რჩევები შეგიძლიათ მისცეთ ქართველ ქალებს?

– მთავარია, თქვენი სტილი გქონდეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენს სამოსს შინაგანი სამყარო ემთხვეოდეს. ასეთ შემთხვევაში ქალი თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს. არ არის აუცილებელი, ძვირადღირებული ბრენდის სამოსი გეცვათ ან რომელიმე ცნობილი დიზაინერის ბოლო კოლექციის კაბა, მთავარია ზუსტად იცოდეთ, სად და რა დროს რა სტილში ჩაიცვათ.

– ჩაცმულობის მიხედვით შეგიძლიათ გამოიცნოთ ადამიანის შინაგანი სამყარო?

– კი, შემიძლია, ოღონდ ადამიანებს იმით არასოდეს ვაფასებ, ძვირადღირებული სამოსი აცვიათ თუ არა. პირიქით, ძალიან მომწონს, როდესაც 24 საათი ძვირფასი სამოსით არ იწონებენ თავს. მე თუ მკითხავთ, ეს ერთგვარი კომპლექსიც არის. ჩემი ანუკი არეშიძე: ,,კახის ყველაზე მეტად სპორტულ სამოსში მოვწონვარ"ჩაცმულობით შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ სიახლეების არ მეშინია და გადაწყვეტილებებსაც ადვილად ვიღებ. მიყვარს საზოგადოებისგან გამორჩევა.

– მოდა ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. საინტერესოა, თქვენთვის რას ნიშნავს?

– მოდა – ეს არის უკვდავი სტილი, რომელსაც დიზაინერები აახლებენ და საკუთარი ხელწერით გვთავაზობენ. შეიძლება ფოლკი არ იყოს კონკრეტული სეზონის ჰიტი, მაგრამ სულ მოდაშია, ასევე – შლაქსი, მაგრამ ჩაიცვა ჰიპის სტილში და უკვე ძალიან “სტილნი” ხარ. მთავარი ეს არის და არა ის, ბოლო მოდელი გაცვია თუ არა. ასე რომ, აჰყევით მოდას!

ქეთი დინოშვილი, სარკის არქივი