თაკო ჩარკვიანი ეკა ბესელიას: ,,ჟუჟუნა წვიმა მოდის…”

თაკო ჩარკვიანი ეკა ბესელიას: ,,ჟუჟუნა წვიმა მოდის..."პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება და წერს:

,,ეკა ბესელიას უთქვამს, თაკოს ვუსმენდი და როგორ შეიძლება, სალომეს ზურაბიშვილს რომ ცილს სწამებსო, როდის თქვა ზურაბიშვილმა, რომ საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბაო? ასეთი ტყუილი როგორ შეიძლებაო

ესენი, მე მგონი, ტრენინგს გადიან, რომ ძალიან მალე წავიდნენ ხელისუფლებიდან, მგონი, ამათმა იმდენი იკორუფციონერეს (საქართველოს რომ არ ახსოვს, რაც დამოუკიდებელი გახდა, მას შემდეგ), ახლა უკვე წასვლა უნდათ, ვერ ახერხებენ და სალომე ზურაბიშვილი მოიგონეს  საპრეზიდენტო კანდიდატად.

სულ მაინტერესებდა, ვინ დაიცავდა პარლამენტიდან, ის პირველი უტიფარი ვინ იქნებოდა და ეკა ბესელია არ შემრჩა? მრავალპარტიულგამოვლილი – ,,მეჭირნახულე”?! )

მართლაც, ასე როგორ შეიძლება, ასეთი ცილისწამება, ეკა, გენაცვალე, აბა, როდის თქვა სალომემ  საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბაო.

,,ეკა-მეჭირნახულეს” მინდა ვუთხრა, რას ფიქრობ ახლა, გარდა იმისა, რომ … ჟუჟუნა წვიმა მოდის”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018