,,რამდენი ემიგრანტი გავაცილოთ აქედან ცრემლით, რამდენი?!” – საბერძნეთში ქართველი ქალი გარდაიცვალა

,,რამდენი ემიგრანტი გავაცილოთ აქედან ცრემლით, რამდენი?!" - საბერძნეთში ქართველი ქალი გარდაიცვალასამწუხაროდ, კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა უცხო მიწაზე; კიდევ ერთი ქართველი დაიტირეს ემიგრანტებმა და თავიანთი ცრემლი გამოაყოლეს სამშობლოში. რუსო ბერიძე-ჩიხრაძე ათენში გარდაიცვალა. ის საწოლში გარდაცვლილი ნახა მოხუცმა, რომელთანაც მუშაობდა.

,,ჩვენი რუსო ბერიძე-ჩიხრაძე აღარ გვყავს! საყვარელი, თბილი იუმორით სავსე გოგო, თურმე რამდენ დარდს იტევდა გულში და ვერ გაუძლო მისმა თბილმა გულმა! რუსო მისმა პაპამ ნახა საწოლში გარდაცვლილი. მენანები, საყვარელო, ნათელი დაგადგეს.

რამდენი ემიგრანტი გავაცილოთ აქედან ცრემლით, რამდენი?! რუსო, ნათელი შენს ხსოვნას, საყვარელო. გემშვიდობებით ათენის ემიგრანტები და სრულიად საემიგრანტო. არ გინდოდა უცხო მიწაზე სიკვდილი და მაინც ეს ბედი გეწია, დაო!”, – წერს მარინა წერეთელი.