მერაბ სეფაშვილმა იმიჯი შეიცვალა – ,,პრობლემები მქონდა და მოვიგვარე”

მერაბ სეფაშვილმა იმიჯი შეიცვალა - ,,პრობლემები მქონდა და მოვიგვარე"მომღერალი მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ კონცერტს მართავს. ის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის მაყურებლის წინაშე შეცვლილი იმიჯით წარდგება – მან უცხოეთში თმის მპლანტაცია გაიკეთა. ამის შესახებ ის ფორტუნა.ჯი-სთან საუბრობს:

14 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გავმართავ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ, კარგი გამოვიდეს. იქნება ძველი და ახალი სიმღერები, რომლებსაც ბენდთან ერთად შევასრულებ.

რას ნიშნავს ჩემთვის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილე? ეს თარიღი, პირველ რიგში, გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც ამ წლების განმავლობაში მივიღე. ეს ნებისმიერი არტისტისთვის მნიშვნელოვანია. მართლა ძალიან დიდი გამოცდილებაა და კონცერტი უნდა იყოს მაყურებლისთვის საინტერესო და ხარისხიანი. ისეთი მუსიკოსები შევიკრიბეთ, რომ მუსიკალური მხარე იქნება ნამდვილად ხარისხიანი. ეს იქნება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ვცდილობ, ვიყო ფორმაში და ყოველ წელს შევძლო რაღაც ახალი…

-ახალგაზრდულად გამოიყურებით. ახალი ვარცხნილობა გაქვთ…

-(იცინის) ცოტა თმა მოვიმატე… უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მსოფლიოში. ამას ჰქვია იმპლანტაცია. მერე მითხრეს, თუ საქართველოში მოეწონებათ, გასწავლით, ასე ფულიც როგორ გააბევროთო (იღიმის). საზღვარგარეთ გავიკეთე თმის იმპლანტაცია.

-სოციალურ ქსელებში თქვენი ახალი ვარცხნილობა აიტაცეს…

-(იცინის) კი, კი, ვნახე.

-ელოდით ასეთ რეაქციას?

-არ ვიცი. ჩემი აზრით, სცენაზე ესთეტიკური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემები მქონდა და მოვიგვარე.

ფორტუნა.ჯი