მატროსოვზე ჩაჯდები და 24 საათი “ობიექტივი” გექნება ჩართული

მატროსოვზე ჩაჯდები და 24 საათი "ობიექტივი" გექნება ჩართულისაქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქით გამოეხმაურა ,,პატრიოტთა ალიანსში” შექმნილ ვითარებას – გუშინ ფრაქცია ნატო ჩხეიძემ დატოვა, ამიტომ შესაძლოა დაიშალოს.

,,პატრიტთა ალიანსს”, რომელიც ბოლო კვირებში ივანიშვილის დაკვეთით ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სმს კამპანიას ეწევა და ხელმოწერებს აგროვებს, ფრაქცია პარლამენტში ეშლება, აბა, რა ეგონაღ ამ გაყიდულებს?! ნამდვილი პატრიოტები შემოუერთდნენ ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად”, – დაწერა სააკაშვილმა.

ირმა ინაშვილმა მას ასევე სოციალური ქსელით უპასუხა:

“ახლოვდება დრო, მატროსოვზე ჩაჯდები და 24 საათის მანძილზე “ობიექტივი” გექნება ჩართული“.