ჯონ მაკკეინი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ჯონ მაკკეინი სამხედრო პატივით დაკრძალესსენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

სენატორი მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

მაკკეინთან გამოსამშვიდობებლად ვაშინგტონში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, მაღალჩინოსნები, ბიზნეს და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ასევე იმყოფებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული დელეგაციები, მათ შორის საქართველოს დელეგაცია.

სენატორის სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.