გიგლა ბარამიძე: ,,მარიხუანის შემდეგ ,,ოცნება” ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს”

გიგლა ბარამიძე: ,,მარიხუანის შემდეგ ,,ოცნება” ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს”გაზეთ ,,ახალ თაობასთან” ყოფილმა პოლიტდევნილმა გიგლა ბარამიძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა.
–მარიხუანის პლანტაციების გაშენება ადრევე იყო ჩაფიქრებული. “ოცნების” ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ეკლესია ამას დაუპირისპირდებოდა და ამიტომაც დაუწყეს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ბრძოლა. ციანიდის საქმეს ეკლესიის და საპატრიარქოს პოზიციები უნდა შეერყია. იმ დონეზე უნდა შეერყია, რომ როდესაც თავიანთი ბინძური საქმეების კეთებას დაიწყებდნენ, სასულიერო პირებს ხალხი გარეთ ვერ გამოეყვანათ… შემდეგი საკითხი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება იქნება. დარწმუნებული ვარ, სათანადო კანონპროექტი უკვე მომზადებული ექნებათ….
ვიცი რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებიც მზად არიან, თავიანთი ბიზნესი დათმონ იმის სანაცვლოდ, რომ მათ ხელთ არსებულ მიწებზე მოიყვანონ მარიხუნა. ეს ბიზნესმენები ახლა ივანიშვილთან და “ოცნების” სხვა ლიდერებთან მისასვლელ გზებს ეძებენ. ზოგმა ეს გზა უკვე იპოვა… განაგრძეთ კითხვა…