ემზარ კვიციანი: ,,კაცებს კაცები რომ უყვართ, არ უკვირთ და მანდილზე რომ ვთქვი, გაუკვირდათ”

ემზარ კვიციანი: ,,კაცებს კაცები რომ უყვართ, არ უკვირთ და მანდილზე რომ ვთქვი, გაუკვირდათ"რატომ უნდა აიკრძალოს საქართველოში ჩადრით სიარული, რატომ უნდა დაიხურონ ქართველმა ქალებმა მანდილი, როგორი ქალების დანახვა უხარია ქუჩაში,. როგორ უნდა გამრავლდეს ერი? – ამ თემებზე “ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
– ქართველი ქალები აქციების მოწყობით გემუქრებიან – ემზარ კვიციანი მუსლიმებისგან ჩადრების მოხსნას ითხოვს, ჩვენ კი მანდილის ტარებას გვაიძულებსო. მართლა სერიოზულად მოითხოვეთ, რომ ქართველმა ქალებმა მანდილით იარონ?
– აქციის მოწყობას მიპირებენ? ჰა-ჰა-ჰა! თქვენი გაზეთის საშუალებით დიდი სიყვარულით მინდა, მივესალმო ყველა ქალბატონს და დავამშვიდო, რომ არავისთვის არავის დაძალებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ჩადრის და ბურკის ტარების აკრძალვას, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო…
დასავლეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ჩადრით სიარული. იქ ჩასული მუსლიმი ქალები იხსნიან ჩადრებს და ბურკებს, ვისთვისაც ეს მიუღებელია, ასეთ ქვეყნებში არ ჩადიან.
ამ კანონის მიღება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, ამის გარდა, ეს კანონი ჩვენი და მუსლიმების მეგობრობას დაიცავს მოსალოდნელი საფრთხეებისგან.
– რა საფრთხეებზე საუბრობთ?
– ამ სამყაროში ბევრი ცუდი რამე ხდება და ხომ შეიძლება ვიღაც პროვოკატორმა ჩადრით საშინელება ჩაიდინოს. მერე ჩვენ და ჩვენს მუსლიმ ძმებს შორის შუღლი უნდა ჩამოვარდეს. ამ შუღლის ჩამოგდება არ შეიძლება, ამიტომ წინასწარ უნდა აღვკვეთოთ მოსალოდნელი პროვოკაცია.
ამ ქვეყანაში მართლმადიდებლები ვართ აბსოლუტურ უმრავლესობაში და ისეთი კანონები უნდა იქნას მიღებული, როგორიც გვესადაგება ჩვენ.
– ეს გასაგებია, მაგრამ ქართველ ქალებს მანდილების ტარებას რატომ აძალებთ?
– ღმერთმა დამიფაროს, ქალებს რამე დავაძალო. რაც შეეხება მანდილის ტარებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ძალიან გაუკვირდათ, კვიციანმა როგორ თქვა, მანდილოსანმა მანდილით იაროსო. სამაგიეროდ, ის არ უკვირთ, კაცებს კაცები რომ უყვართ. არავის არავის სიყვარულს არ ვუშლი, მაგრამ მეც ნუ მიშლიან ჩემი აზრის გამოთქმის უფლებას.
ძალიან მომწონს, ქალს თავზე მანდილი რომ ახურავს. აბა, შეხედეთ ჩეჩენ და ინგუშ ქალებს, რა ლამაზები არიან და როგორ უხდებათ მანდილი. თან ისეთ მანდილებს არჩევენ, მათი სახის ფერს რომ ეხამება და ძალიან ლამაზები არიან. მინდა, რომ ჩვენთანაც ასეთმა ლამაზმა ქალებმა იარონ. მანდილიანი ქალი ძალიან ლამაზია. ასევე ძალიან ლამაზია ფეხმძიმე ქალი.
ახლა შეიძლება ისიც დამაბრალონ, კვიციანი ყველას დაფეხმძიმებას გვთხოვსო. ნეტა, ყველა დაფეხმძიმდეს და ყველაფერი მე დამაბრალონ. ჩვენი გენოფონდი ცოტა მომძლავრდებოდა…  ხელისუფლებამ დიდი თანხა უნდა დახარჯოს იმაში, რომ ეთნიკურად ქართველები გავმრავლდეთ.
– ახლა ამაზე ატყდება ამბავი, კვიციანი ქართველების გამრავლებას ითხოვსო… გააგრძელეთ კითხვა…