დიზაინერი სალომე ამანათიშვილი აშშ-ში ქართული ბრენდის დღეზე საკუთარ კოლექციას წარადგენს

დიზაინერი სალომე ამანათიშვილი აშშ-ში ქართული ბრენდის დღეზე საკუთარ კოლექციას წარადგენსმოდის სახლი Salle De Mode უკვე წლებია არსებობს მოდის სამყაროში და საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს.

დიზაინერი სალომე ამანათიშვილი ნიუ იორკში დაგეგმილ „ქართული ბრენდის დღეზე“ ქართული თემატიკით შექმნილ კოლექციას წარმოადგენს. ჩვენ მას ვესაუბრეთ.

– ძირითადად მოდის რა ტენდენციებს მისდევთ?

– ვითვალისწინებ ზოგად ტენდენციებს, მაგრამ კოლექცია ყოველთვის ჩემი ხელწერით იქმნება, ჭარბობს ტყავი და უხეში ფორმების სინთეზი.

– რომელი ფერი ჭარბობს თქვენს კოლექციაში?

დიზაინერი სალომე ამანათიშვილი აშშ-ში ქართული ბრენდის დღეზე საკუთარ კოლექციას წარადგენს– ჩემს კოლექციაში ძირითადად ჭარბობს შავი ფერი.

– რითი ხართ ორიგინალური?

– ვფიქრობთ, ჩემი დიდი ზომის ჩანთებითა და იდეურად დატვირთული ფეხსაცმლით ვართ გამორჩეულები ბაზარზე.

– ჩვენთვის ცნობილია, რომ ძირითადად საზღვარგარეთ აკეთებთ ჩვენებებს, რა ფაქტორით აიხსნება ეს?

– ეს მიზანმიმართულად არ მომხდარა, უბრალოდ, კოლექციების მიმართ უცხოელების ინტერესით იყო გამოწვეული

– ასევე ცნობილია, რომ თქვენ სექტემბრის ბოლოს აშშ-ში, კერძოდ, ნიუ იორკში, ქართული ბრენდის დღეზე წარმოადგენთ გათანამედროვებულ სამოსის ჩვენებას, გვიამბეთ ამის შესახებ.

დიზაინერი სალომე ამანათიშვილი აშშ-ში ქართული ბრენდის დღეზე საკუთარ კოლექციას წარადგენს– ნიუ იორკში წარვსდგები ქართულ მოტივებზე შექმნილი კაფსულური კოლექციით, უშუალოდ ამ კოლექციისთვის შეიქმნება ფეხსაცმლისა და ჩანთის ხაზი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება ოდნავ გათანამედროვებული ქართული სამოსის ხილვა ჩვენი თანამემამულეებისთვის.