ბავშვი მოულოდნელად გაცოცხლდა – სასწაული, რომელსაც ექიმები დღემდე ვერ ხსნიან

ბავშვი მოულოდნელად გაცოცხლდა - სასწაული, რომელსაც ექიმები დღემდე ვერ ხსნიანეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა და მაშინაც მთელ მსოფლიოს მოედო. კეიტ და და დევიდ ოგებზე წერდა ყველა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. მათ ისტორიას დღემდე იხსენებენ და სასწაულს უწოდებენ, რომელიც მედიკოსებმა ვერაფრით ახსნეს.

ოგების ისტორია კი ასე დაიწყო: წყვილს სამწლიანი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ მშობლები გახდებოდნენ. მალევე გაიგეს, რომ ტყუპები ეყოლებოდათ. მას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდათ, შვილების დასახვედრად მოემზადნენ, ნივთები შეიძინეს. ორსულობის მეექვსე თვეს კი კეიტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, აი, ბიჭი კი…

კეიტი ყვება:
-მშობიარობის შემდეგ ექიმმა გვკითხა, რა დავარქვით ვაჟს. ვუპასუხეთ, რომ ჯეიმი ჰქვია. ექიმმა გვიპასუხა: ,,მაპატიეთ… ჯეიმსს არ გაუმართლა, სამწუხაროდ, ბავშვი ვერ გადარჩება”.
ჩემს ქმარს ფეხები მოეკვეთა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. მე კი ექიმს ბავშვი გამოვართვი და ვუთხარი: ,,გვინდა, უკანასკნელი წუთები მასთან ერთად გავატაროთ…”.

პაწია ისეთი ცივი იყო, დევიდს ვთხოვე, ჩვენი სხეულების სითბოთი გაგვეთბო პატარა. გულზე დავიწვინე, მინდოდა ჩემი გულისცემა ეგრძნო, თან ვუყვებოდით, როგორ ველოდით, რომ ძალიან კარგი დაიკო ჰყავს, რომ შინ მოუთმენლად ელიან ნათესავები… ველაპარაკებოდით და თან ვათბობდით.
ჯეიმმა საცოდავად ამოისუნთქა, მერე თვალებიც გახილა და თავისი ციცქნა ხელი დევიდის ცერს მოუცაცუნა… უცებ მართლა გაცოცხლდა ჩვენი ჯეიმი.


ოგები ბედნიერად ცხოვრობენ. მათ კიდევ ერთი ბიჭუნა შეემატათ. ჯეიმი კი სრულიად ჯანმრთელია.