ჩვილი, რომელიც 340 გრამი დაიბადა – ,,ის ჩემს ხელისგულზე ეტეოდა”

ჩვილი, რომელიც 340 გრამი დაიბადა - ,,ის ჩემს ხელისგულზე ეტეოდა"ყველაზე პატარა ახალშობილი, რომელიც 2018 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში დაიბადა, 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერეს.

ტეო ტეილორი 2018 წლის მარტში დაიბადა და მისი წონა 340 გრამს არ აღემატებოდა.

პატარა ფეხმძიმობის 26-ე კვირას დაიბადა. ექიმების განცხადებით, მან ორსულობის მე-19-ე კვირიდან ნაყოფმა ზრდა შეწყვიტა. ტეოს მამა, ჯეი ამბობს, რომ მშობიარობის წინა დღეს მის მეუღლეს ექიმებმა აბორტის გაკეთება შესთავაზეს.

,,ის ნამდვილი პატარა მებრძოლია. მის დაბადებამდე ყოველდღე მიწევდა იმის მოსმენა, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა, ხოლო დაბადების შემდეგ მეუბნებოდნენ, რომ სახლში ვერ გამატანდნენ, – ამბობს პატარას დედა, 24 წლის კეტი ტეილორი. მშობლებმა უმძიმესი დღეები ერთად გადაიტანეს და მძიმე სიტუაციებსაც გმირულად გაუძლეს.

ექიმებმა მშობლებს დაბადებიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მისცეს ახალშობილის ნახვის უფლება.

,,არასდროს მინახავს ახალშობილების მაგიდა. არ ვიცოდი, რომ ასეთი პატარებიც შეიძლება დაიბადნონ. ის ჩემი ხელისგულზე პატარა იყო”, – ამბობს ჯეი და ამატებს, რომ თავიდან ძალიან ნერვიულობდა და ეშინოდა, რაიმე ცუდი არ მომხდარიყო.

6 თვის შემდეგ ექიმებმა მშობლებს შვილი სახლში გაატანეს. ისინი თვლიან, რომ ტეო ყველანაირ სიძნელეს გადალახავს და მალე ბავშვებთან ერთად შეძლებს გართობას და თამაშს. დაბადებიდან 6 თვის შემდეგ ტეო იმდენს იწონის, რამდენსაც ჯანმრთელი ბავშვი.

პრაიმტაიმი