სამხრეთ აფრიკაში კანაფის მოხმარება ლეგალური გახდა

სამხრეთ აფრიკაში კანაფის მოხმარება ლეგალური გახდასამხრეთ აფრიკაში კანაფის მოხმარება ლეგალური გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. გარდა ამისა, ლეგალურია პირადი მოხმარებისთვის კანაფის მოყვანა. ამასთანავე მარიხუანის თრობის ქვეშ მყოფ ადამიანს აღარ დააკავებენ

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება მოხმარების ლეგალიზაციის წინააღმდეგი იყო. როგორც BBC წერს, ხელისუფლებას ამ დრომდე გადაწყვეტილება არ შეუფასებია.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად 24-თვიანი ვადა მისცა. ამ დროის განმავლობაში კი მარიხუანის მომხმარებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება დაცული.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული პირს რა რაოდენობის კანაფის მოხმარება ან კულტივაცია შეუძლია. როგორც ცნობილია, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განსაზღვროს.

2018 წლის აპრილში აფრიკის კონტინენტზე ზიმბაბვე გახდა მეორე ქვეყანა, ლესოთოს შემდეგ, სადაც სამედიცინო მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

ონ.ჯი