,,რა თავის მოკვლა, რა ვალი! სირცხვილია, ხალხო!” – დიმიტრი ტატიშვილის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ

,,რა თავის მოკვლა, რა ვალი! სირცხვილია, ხალხო!" - დიმიტრი ტატიშვილის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათმთელი საქართველო შეძრა დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალების ამბავმა. თბილისში ლეგენდასავით დარჩება ამბავი, რომ პაპანაქება სიცხეში ახალგაზრდა კაცმა კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა. მისი ცხედარი გუშინ საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

როგორც “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა უთხრა, გარდაცვლილმა თვითდაზიანება დანით გულში მიიყენა, ცხედარი კი სახლში მისმა ძმამ იპოვა.

ახლობლებს არ სჯერათ, რომ დიმიტრიმ თავი მოიკლა. მშობლები.ჯი-სთან მისი მეგობარი, გიორგი სამხარაძე ყვება:

-გაგიჟებული ვარ, ეს რა მოხდა, გული მეწვის, შოკირებული ვართ მთელი სამეგობრო, რა გითხრათ, არ  ვიცი. სულ იცინოდა, შრომობდა, უდიდესი ადამიანი იყო, ძალიან მოსიყვარულე, ბოლოს სკაიპით ვისაუბრეთ და ვესიყვარულეთ ერთმანეთს. პირადად დიდი ხანია აღარ მინახავს, ემიგრაციაში ვარ სამი წელია. ძალიან გული მწყდება, რომ ამ დროს არ ვარ აქ, – ამბობს გიორგი სამხარაძე. მისივე თქმით, დიმიტრის რამდენიმე წლის წინ ძმა ჰყავს გარდაცვლილი ავარიაში.

დიმიტრის სესახებ ფეისბუქში წერენ:

,,რა სისულელეა, რა თავის მოკვლა, ახალი ბიზნესისთვის ახალი მიწის ნაკვეთიც კი ვაპოვნინე და სანახავადაც კი იყო. რა ვალი!.. სირცხვილია, ხალხო”.

,,გულში დანას როგორ ჩაირტყამდა? დიტოს სხვის ცხოვრებას ალამაზებდა და თავს როგორ მოიკლავდა!”.

,,ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეს შენი ხელით გააკეთე”.